ვაკის კორტებთან მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი აბაშაში დააკავეს

ვაკის კორტებთან მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ აბაშაში 1 პირი დააკავა.
შემთხვევა დღეს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მოკლული პირი ბიზნესმენია, თუმცა მისი ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სამუშია – „ქართული ოცნება“ მშვიდობის ნიღბით შენიღბული ქვეყნის უბედურებაა – მოქალაქეების მიმართ ყველგან ზეწოლაა, თავად კი სახლში ოქროს ზოდებს ინახავენ და ათი ათასობით ხელფასს ინიშნავენ