თბილისში, ვაკის კორტებთან, მკვლელობა მოხდა

თბილისში, ვაკის კორტებთან ახლოს მკვლელობა მოხდა.
მომხდარის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ -ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.