ევროკავშირი გააგრძელებს სომხეთის მხარდაჭერას 2026 წელსაც – ელჩი ერევანში

ევროკავშირის ელჩი სომხეთში, ვასილის მარაგოსი აცხადებს, რომ 2026 წელს ევროკავშირი გააგრძელებს სომხეთის მხარდაჭერას, მათ შორის, მისი სუვერენიტეტისა და მდგრადობის ხელშეწყობას.
31 დეკემბერს საახალწლო მიმართვაში ელჩი მარაგოსი ამბობს, რომ ევროკავშირი სომხეთის რესპუბლიკის საიმედო პარტნიორია:
„ჩვენი პარტნიორობა საერთო ღირებულებებს ეფუძნება: დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ჩვენი მოქალაქეებისთვის ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფას“, – ამბობს დიპლომატი სომხურ ენაზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
მისი თქმითვე, 2025 წელს ბრიუსელმა და ერევანმა გააღრმავეს პარტნიორობა.
„მე ვხედავ სომეხი ხალხის სწრაფვას უფრო აყვავებული, უსაფრთხო და დაცული მომავლისკენ. ჩვენ თქვენთან ერთად ვართ ამ გზაზე“, – განაცხადა მარაგოსმა.
2025 წლის დეკემბერში, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებამდე ნახევარი წლით ადრე, ერევანმა დახმარებისთვის მიმართა ევროკავშირს, არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორც მოლდოვის შემთხვევაში, – განაცხადა ბრიუსელში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.
კაია კალასმა განმარტა, რომ ეს საკითხი 15 დეკემბერს განიხილეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ასევე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან.
2025 წლის 2 დეკემბერს ბრიუსელმა გადაწყვიტა, არჩევნებამდე ერევანს 12 მილიონი ევროს მხარდაჭერა გამოუყოს უცხოურ ჩარევასთან საბრძოლველად.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს