“წალენჯიხაში 3 დღეა არ მოგვეწოდება დენი, არაა წყალი, ინტერნეტი, 3 დღეა საკუთარი ძალებით ვებრძვით სტიქიას!”– ბელა თოლორაია

მრავალ შობა-ახალ წელს დაესწარით, წალენჯიხელებო! თუმცა რასაც ახლა დავწერ, ნამდვილად არ გვიქმნის სადღესასწაულო განწყობას!!!!!! მაპატიეთ სამი დღეა არ მოგვეწოდება დენი, მესამე დღეა არ გაწმენდილა უბანი! ჩიტიც ვერ შემოფრინდება! სამი დღეა ვითხოვთ დახმარებას, არაა წყალი, ინტერნეტი, სამი დღეა საკუთარი ძალებით ვებრძვით სტიქიას! მე არ მჭირდება ასეთი მთავრობააააა, რამდენჯერ გადასცა 112 -მა მერიას შეტყობინება, არავითარი რეაგირება … 100 000-იანი ნაძვის ხე კი იწონებს თავს უშუქო, უწყლო, უგზო ქალაქის ფონზე! როდის აღდგება დენის მოწოდება?! რიტორიკული შეკითხვაა და არ მოგწონთ?! მთელი ზაფხული რისთვის არემონტებთ ბოძებს, მავთულებს თუ წვიმასაც ვერ უძლებს? დროა, გამოფხიზლდეთ!!!! დაუკითხეთ ხალხს და არა ,, მეგობრებს’’ აქვე, ამ გადასახედიდან , მადლობას ვწირავ წინა ხელისუფლების უაქტიურეს , ხალხოსან პირებს – ბატონ თემურ ღვინჯილიას, Tamar Belkania, Lela Xarchilava-ს მყისიერად რეაგირებდნენ სტიქიის დროს და არ მახსოვს უპასუხოდ დატოვებული ზარი! გამოფხიზლდით , ქალაქგარეთ რა ხდება, მოიკითხეთ! ხვალ ახალი წელია

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 2025 წელი იყო სირთულეებით სავსე, მაგრამ წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის – გასულ წელს ჩვენ კიდევ უფრო განვამტკიცეთ საქართველოში მშვიდობა, განვამტკიცეთ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი

მიხეილ ყაველაშვილი – 2025 წელი ერთდროულად განსაცდელის და სულიერი სიძლიერის წელი იყო – ჩვენმა ხალხმა არნახულ ზეწოლას გაუძლო, დაიცვა ეროვნული ინტერესი, რაც იდენტობის, რწმენის და ტრადიციების გადარჩენას ნიშნავს