“ამ წინასაახალწლოდ უნდა მოგიყვეთ, რა ბანძი კომპანიაა “მაგთიკომი” – ლაშა ბერულავა

ამ წინასაახალწლოდ უნდა მოგიყვეთ, რა ბანძი კომპანიაა “მაგთიკომი” და რამდენად ნულოვან დონეზეა დაყვანილი კლიენტებთან ინდივიდუალური მიდგომის საკითხი. მოკლედ, მაგთის ულიმიტო მობილური ინტერნეტის რეგულარული მომხმარებელი ვარ, კი იცით, გააძვირეს 30-დან 35 ლარამდე. ვსარგებლობ მაგთიკომის აპლიკაციით, აპლიკაციიდანვე, ხან ბალანსიდან, ხან მიბმული ბარათიდან ვიხდი და ასევე, მოხერხებულად ვუვსებ ბალანსს ტასას (მისი ნომერიც შეყვანილი მაქვს) და ა.შ. გუშინ ბალანსზე მქონდა 30 ლარი. ულიმიტო ინტერნეტთვე უკვე ნაყიდი მქონდა და მახსოვდა, რომ ვადა გასდიოდა 20 იანვრის მერე (ვადას რომ ვერ ამოწმებ აპლიკაციიდან, ეგ ცალკე სირობაა). ვხედავ, 30-31 დეკემბრის შეთავაზების აქციის ფარგლებში აპლიკაცია მთავაზობს 100.000 მეგაბაიტს 25 ლარად. ვიფიქრე ამ მეგაბაიტებს ვიყიდი და ულიმიტო ინტერნეტის ვადა რომ ამომეწურება, დაემატება იმ დღიდან და მექნება 100.000 მეგაბაიტი-მეთქი. ასეც ვქენი, ვიყიდე, ბალანსიდან ჩამომეჭრა ჩვეულებრივად თანხა და მოპმივიდა სმს, თქვენი შეძენილი პაკეტის ვადა 29 იანვრამდეაო. მაგრამ იმავე სმს-ში ეწერა, რომ ახლა ულიმიტო ინტერნეტით სარგებლობ და მაგას ვადა 22 იანვარს გასდისო. ანუ, მარკეტინგული ხრიკი ჰქვია ახლა ამას? შე კაი კაცო, როცა შემომთავაზე ის ახალი 25 ლარიანი 100.000 მეგაბაიტი, მე რომ დაგთანხმდი და ყიდვს დავაჭირე, იქ რატომ არ დამიწერე, შენ უკვე გაქვს ულიმიტო მეგაბაიტები 22 იანვრამდე, მაინც გინდა იყიდოო? ასე ხომ იქნებოდა სამართლიანი? და ახლა რა გამოდის? 22-ში ჩემს ულიმიტოს გასდის ვადა, რის შემდეგაც ეს 100.000 მეგაბაიტი გააქტიურდება და ერთ კვირაში, როცა სავარაუდოდ, ნახევრის ნახევარიც კი არ მექნება გახარჯული, ვადა ამოიწურება და დარჩენილი მეგაბაიტები განულდება? არ დამეზარა, ჩატში ვიკითხე ეს, ოპერატორ ნინის დეტალურად ავუხსენი ყველაფერი და ვითხოვე, ან პაკეტი გამიუქმონ და 25 ლარი ბალანსზე დამიბრუნონ (საიდანაც თანხა ვერ გამოგაქვს, ისევ მაგთის სასარგებლოდ უნდა დახარჯო), ან გუშინ შეძენილი პაკეტების ამოქმედების ვადა გადასწიონ 23 იანვრამდე. მოკლედ, ინდივიდუალური განხილვა ვითხოვე ამ საკითხის. ნინიმ მითხრა, მომწერე სახელი, გვარი, პირადი ნომერიო. მივწერე და ცოტა ხნის შემდეგ მომდის პასუხი, კომპანიის წესი ასეთია და არაფერი შეიცვლებაო. რავი, გილოცავთ ახალ წელს, თქვენი ჭირი წაუღია იმ 25 ლარს, მაგრამ რა წესია…