გაღარიბდა, თუ არა, ივანიშვილი 4 მილიარდი დოლარით? –

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, :
ივანიშვილი 4 მილიარდი დოლარით არ გაღარიბებულა, როცა მილიარდერთა სიაში 7-ის ნაცვლად 3 უწერია. ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება, რომ ადამიანი ასე სწრაფად “გაღატაკებულიყო”. რეიტინგში მომხდარი ასეთი უცნაურობა ცუდად ახასიათებს ივანიშვილს და უკარგავს ნდობას, ულახავს რეპუტაციას საერთაშორისო ბიზნესწრეებში. გარკვეულწილად, სკანდალურიც კი არის ეს ფაქტი.
რა მოხდა სინამდვილეში? ივანიშვილის ქონება არის გაუმჭვირვალე, გადამალულ-გადაფორმებული. ზოგიერთი აქტივები ყველამ იცის რომ მისია, მაგრამ არცაა მისი. ფონდი “ქართუს” ქონება იურიდიულად არ ეკუთვნის ივანიშვილს, არც მის ოჯახს. “ქართუფონდი” ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაციაა, ქონება დამფუძნებლებს კი არ ეკუთვნის, არამედ ამ იურიდიულ პირს. ივანიშვილი იყენებს მას როგორც ბიზნესსუბიექტს, ფლობს მისი სახელით ბიზნესწილებს, გარანტორადაც კი გამოდის ბანკების წინაშე. მაგალითად, ივანიშვილისა და რუხაძის კომპანიას საქართველოს ბანკმა ჰაიდელბერგცემენტიდან ცემენტის საწარმოების გამოსასყიდად ასესხა 200 მილიონი დოლარი ამ ე. წ. საქველმოქმედო ფონდის გარანტიით. როცა ქონების სტრუქტურა ასეა დამახინჯებული, ფორბსი ან ბლუმბერგი მათ განიხილავს როგორც არაიდენტიფიცირებადს. სინამდვილეში გამდიდრდა თუ გაღარიბდა ივანიშვილი? გამდიდრდა, თანაც ყველა მიმართულები: გაიზარდა მისი აქციების ფასი, გაიზარდა მისი ნახატების ფასი, გაიზარდა მისი უძრავი ქონების ფასი, შვეიცარიის ბანკთან დავაშიც კი ორმაგად და უფრო მეტად აინაზღაურა ზიანი. ამ ფულის ნაწილი, 463 მილიონი უკვე ჩაერიცხა, 600 მილიონი კი გაყინულია, თუმცა მოიგო სასამართლო დავა. და რაც მთვარია, აქ, საქართველოში იშოვა კოლოსალური ფული. მისი კომპანიები იგებენ ტენდერებს და უმეტესობა სარგებლობს სხვადასხვა სახის საგადასახადო თუ არასაგადასახადო შეღავათებით. სახლში კაფელს რომ დააგებთ, იქვე ივანიშვილი ზის და მეტლახში კიდევ ტვ. იმედის რუხაძე. მისი სიმდიდრე და არის მისი ძალაუფლების წყარო.
უფრო მდიდრებიც დამარცხებულან.