ზურაბიშვილი: მიუღებელია ადამიანების გამოსახლება ზამთარში და მევახშეების წახალისება

საქართველოს პრეზიდენტი კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესს გამოეხმაურა.
“მიუღებელია ადამიანების გამოსახლება ზამთარში და თოვლში, მათი საკუთრების დაზიანება, მათი ღირსების შელახვა, მევახშეების წახალისება!”. – წერს ზურაბიშვილი.
პრეზიდენტმა პირად ფეისბუქ გვერდზე სხვა პოსტიც გაავრცელა, სადაც დაგმო კეკელიძის N1-ში მიმდინარე პროცესი და თქვა, რომ ზამთარში ადამიანების გამოსახლება ევროპის ქვეყნებში აკრძალულია.
კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლება მიმდინარეობს. ბინის დაკარგვის მიზეზი გადაუხდელი სესხი გახდა.
მოქალაქეები გამოსახლების შესაჩერებლად შეიკრიბნენ და აღსრულების პოლიციის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ. კეკელიძის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.