თეთრი სახლი: მომდევნო რამდენიმე თვე უკრაინისთვის კრიტიკული იქნება

თეთრი სახლის შეფასებით, ში მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებები მისი თავდაცვისთვის გადამწყვეტი იქნება, ამიტომ კონგრესმა სწრაფად უნდა იმოქმედოს უკრაინის მხარდასაჭერად. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, მ ისაუბრა.
“მომდევნო რამდენიმე თვე უკრაინისთვის კრიტიკული იქნება”. – თქვა კირბიმ.
კირბის თქმით, დრონებით და რაკეტებით უკრაინაზე თავდასხმას აგრძელებს. ამის გამო, უკრაინის სარდლობას რთული გადაწყვეტილებების მიღება უწევს იმის შესახებ, თუ რომელი იარაღი და საბრძოლო მასალა გამოიყენოს იმ პირობებში, როდესაც მათი რეზერვები მცირდება.
ამავდროულად, რუსეთი აგრძელებს დახმარების მიღებას ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან, მათ შორის, ბალისტიკური რაკეტებით. ამის გარდა, რუსებმა დაიწყეს საკუთარი დრონებისა და სხვა ტიპის იარაღების წარმოებაც.
ამის ფონზე, ჯონ კირბიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ -ს ადმინისტრაცია უკრაინის გამარჯვების ერთგულია. კირბიმ გაიხსენა, თუ როგორ ნათლად განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა, რომ უკრაინა უნდა იყოს აყვავებული და სუვერენული ქვეყანა, აღდგენილი საზღვრებითა და სუვერენიტეტით.
“ჩვენ გვსურს, გავაგრძელოთ უკრაინას ისეთი მხარდაჭერა, რომელიც მას სჭირდება ამ შედეგების მისაღწევად”. – თქვა კირბიმ.