რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ყველა მოქალაქეს ახალი წლის დადგომას ულოცავს.
“გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!
ახალი წელი უკეთესის მოლოდინის, იმედის, სიახლის ზეიმია. გვჯერა, ასეთი იქნება ჩვენთვის, ჩვენი ოჯახებისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის ახალი, 2026 წელი.
გისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს, ბარაქას, სითბოს და სიყვარულს!
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ყველა მოქალაქეს, სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიური მრწამსის წარმომადგენლებს, ახალ წელს გილოცავთ.
ფეხბედნიერი ყოფილიყოს იგი ჩვენი ქვეყნისთვის და მისი თითოეული მოქალაქისთვის!” – ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში.




