რუმინეთი ნატო-ს პროგრამის ფარგლებში უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად 50 მილიონ ევროს გამოყოფს

რუმინეთი ნატო-ს პროგრამის ფარგლებში უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად 50 მილიონ ევროს გამოყოფს, – ინფორმაციას რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ოანა ტოიუ ავრცელებს.
იონა ტოიუს ცნობით, რუმინეთი ნატო-ს PURL (უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია) მექანიზმს შეუერთდა, რომელიც უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შეძენასა და გადაცემას ითვალისწინებს.
„PURL-ის მექანიზმში რუმინეთის შენატანი უკრაინის შესაძლებლობების გაძლიერების გზით ში ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევას ხელს შეუწყობს“, – წერს რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე.
ტოიუს განცხადებით, პროგრამაში მონაწილეობა რუმინეთის მიერ ნატო-ს ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს სრულად შეესაბამება.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – 2025 წელი სავსე იყო გამოწვევებით, წინააღმდეგობებით, მაგრამ მივიღეთ უკეთესი თბილისი, უფრო გამწვანებული, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, მეტი რეაბილიტირებული ქუჩით – 2026 წელი კიდევ უფრო საინტერესო იქნება