თბილისში კონსერვატორიის თანამშრომლებს ხელფასების გაზრდას გასულ თვეში დაპირდნენ, თუმცა ამის მიუხედავად მათ ანაზღაურება ისევ ძველი ტარიფით დაერიცხათ. კონსერვატორიის თანამშრომლები აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებენ და ხელმძღვანელი პირებისგან პასუხებს ითხოვენ.
“კონსერვატორიაში წინა თვეში ხელფასები ვითომ მოგვიმატეს და ამ თვეში ისევ ისეთი დაჯდა, როგორც მანამდე იყო. ისედაც კაპიკებია ხელფასები, დაგვპირდნენ მოგიმატებთო, მაგრამ ახლა ისევ ძველი ტარიფით დარიცხეს,”- აცხადებს კონსერვატორიის ერთ-ერთი თანამშრომელი “მთავართან”