დიდუბის რაიონის გამგეობა ევდოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს

დიდუბის რაიონის გამგეობა ევდოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს
დიდუბის რაიონის გამგეობა ევდოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს.
პროექტის ფარგლებში, 4 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება, ტერიტორიაზე, უკვე მოეწყო ტროტუარი.
სამუშაოების ღირებულება 500 000 ლარს შეადგენს.
აღნიშნულ ქუჩაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები მოაწესრიგა. სრულად განახლდა, დაახლოებით, 1,7 კმ სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელები.
მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტს დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა