პარლამენტის სხდომაზე იაგო ხვიჩიამ და შალვა პაპუაშვილმა იკამათეს – პოლემიკა “პენიტენციური კოდექსის“ პროექტის განხილვის პროცედურამ გამოიწვია

პარლამენტის სხდომაზე, იაგო ხვიჩიამ და შალვა პაპუაშვილმა იკამათეს. სესიაზე პოლემიკა “პენიტენციური კოდექსის“ პროექტის განხილვის პროცედურამ გამოიწვია.
უმრავლესობამ, მეორე მოსმენით წარდგენილი პროექტის მუხლობრივი განხილვის ნაცვლად, მისი თავებად განხილვის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც “გირჩის“ დეპუტატების პროტესტი მოჰყვა.
ხვიჩიამ სპიკერს მიმართა და უთხრა, რომ, მისი ხელმძღვანელობის პირობებში, საპარლამენტო საქმიანობა ბუტაფორიად იქცა.
“რატომ არ ვიხილავთ სწორად კანონებს?! თუ ეს ასე უნდა ვაკეთოთ და კანონები წესიერად არ უნდა განვიხილოთ, მაშინ ვთქვათ, რომ 20-გვერდზე დიდ კანონს ყოველთვის თავების მიხედვით განვიხილავთ.
რატომ ამბობს პარლამენტი უარს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე?
ბატონო შალვა, თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში საპარლამენტო საქმიანობა სრულ ბუტაფორიად იქცა – თქვენს ადგილას ვიფიქრებდი, მინდა თუ არა ქართული პარლამენტარიზმის მესაფლავე ვიყო,” – აცხადებს იაგო ხვიჩია.
პასუხად შალვა პაპუაშვილმა იაგო ხვიჩიას ურჩია, საპარლამენტო მუშაობაში უკეთ გაერკვეს:
„რა ვქნა? შესაძლოა, რაიმე ტრენინგი მოვიფიქროთ სხვა პარლამენტებთან ერთად და სიამოვნებით გაგიშვებდით ამ ტრენინგზე, რომ გაერკვეთ, საპარლამენტო მუშაობა როგორ მიდის, რა ჯგუფებში მიდის, რა არის კომიტეტის როლი, პლენარული სხდომის როლი, რა არის დისკუსია, რა არის ეპატაჟი. ვფიქრობ, რომ ამაზე თქვენ სიღრმისეული ტრენინგი არ გაწყენდათ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა