კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არაერთი დანაშაულებრივი ფაქტი იქნა გამოვლენილი, ჩვენთვის მთავარია, უზრუნველყოფილი იყოს ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა- ირაკლი

კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არაერთი დანაშაულებრივი ფაქტი იქნა გამოვლენილი, ჩვენთვის მთავარია, უზრუნველყოფილი იყოს ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა-
კორუფციასთან ბრძოლა არის სამართალდამცავი უწყებების ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება და აქაც არაერთი დანაშაულებრივი ფაქტი იქნა გამოვლენილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ 2025 წლის შემაჯამებელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, მთავარია, უზრუნველყოფილი იყოს ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა.
„ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს ფართოდ ინფორმაცია, თუმცა როცა ვსაუბრობთ კორუფციაზე, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ერთია წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, გავიხედოთ წინ და დღეს და ხვალ იყოს უზრუნველყოფილი ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა. ზუსტად ამას ეთმობოდა თითოეული ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა მიღებული. რა თქმა უნდა, ყურადღებას არ მოვაკლებთ არც მომავალში ამ საკითხს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.