ელენე ხოშტარია – პოლიტპატიმრები განებივრებულები ვართ ჩვენი გასაჭირის აღიარებით, სინამდვილეში კი, ტვირთი, რომელსაც ბრძოლაში ჩართული ხალხი ზიდავს, არანაკლებია – რაც უფრო კარგ ემოციებს მიიღებთ ამ დღეებში, მე უფრო გავიხარებ

უზენაეს სასამართლოსთან, სადაც „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს, ელენე ხოშტარიას წერილი წაიკითხეს.
როგორც ელენე ხოშტარიას წერილშია ნათქვამი, ტვირთი, რომელსაც ბრძოლაში მყოფი ადამიანები ზიდავენ, ინდივიდუალურია და ერთმანეთთან არ დარდება.
„გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და ერთი რამის გაზიარება მინდა.
პოლიტპატიმრები განებივრებულები ვართ ჩვენი გასაჭირის აღიარებით, სოლიდარობის გამოხატვით. სინამდვილეში, კი ტვირთი, რომელსაც ბრძოლაში ჩართული ხალხი ზიდავს, არანაკლებია, მეტი თუ არა. ტვირთები არ დარდება, ყველა ინდივიდუალურიად ზიდავს.
ამიტომ ამ ახალ წელს მე მინდა, გამოვხატო მადლიერება და სოლიდარობა თქვენ მიმართ: რუსთაველის მცველების, ადვოკატების, განსაკუთრებულად ჟურნალისტების მიმართ.
გარეთაც ვიყავი შარშან ახალ წელს და ახლა ციხეში ვარ. ნაცნობია ჩემთვის ყელში რომ გეჩხირება ლუკმა და ვერ ილხენ, მაგრამ ჩემი მხრივ მინდა, გითხრათ, რაც უფრო კარგ ემოციებს მიიღებთ ამ დღეებში, მე პირადად ნამდვილად უფრო გავიხარებ! გილოცავთ!”,- ნათქვამია ელენე ხოშტარიას მიერ გამოგზავნილ წერილში, რომელიც აქციაზე წაიკითხეს

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი: ხვალ, როცა ყველა, წლის ბოლო წამებს დავითვლით, ტყუპები გზაში იქნებიან. თურქეთში მიდიან გადარჩენის იმედით. ოჯახმა ბინის გაყიდვა ვერ მოასწრო, მყიდველი ვერ ნახეს, მაგრამ უნდა წავიდნენ, სხვა გზა არ აქვთ