წელს პირველად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ქართველი მზარეულები საფრანგეთის პრესტიჟულ კულინარიულ სკოლაში Ferrandi Paris გადამზადდნენ

კერძო სექტორის მხარდაჭერისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს მასშტაბური პროექტები განახორციელა.
ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქართველმა მზარეულებმა საფრანგეთში, დიჟონში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კულინარიულ სასწავლებელში Ferrandi Paris გადამზადების კურსი გაიარეს.
პროექტის ფარგლებში, 2 კვირის განმავლობაში, კონკურსის წესით შერჩეულმა 10-მა მოქმედმა მზარეულმა ინტენსიური სასერტიფიკატო კულინარიული სასწავლო კურსი გაიარა. კურსი მოიცავდა კერძების მომზადების პრაქტიკულ მეცადინეობასა და ახალი ტექნოლოგიების დაუფლებას, მსოფლიო ტრენდების გაცნობას, სამზარეულოს აღჭურვასა და მართვას. პროექტი მომდევნო წლებში აქტიურად გაგრძელდება.
წელსვე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულმა და დასაქმების მსურველმა 1000-მდე ადამიანმა გადამზადების კურსი გაიარა. ტრენინგები მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. სასწავლო კურსი მოიცავდა შემდეგ თემებს: საოჯახო სასტუმროს მართვა; ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა; გიდის პროფესიული უნარები, მარკეტინგი და გაყიდვები და ა.შ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტრენინგები სრულიად უსასყიდლოდ ტარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა