სემეკმა ირიგაციის ახალი ტარიფი დაადგინა – ფერმერებს სახელმწიფო დაასუბსიდირებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) ირიგაციის მომსახურების ახალი ტარიფი განსაზღვრა, რომელიც აპრილიდან ამოქმედდება.
ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
„ცვლილება მიზნად ისახავს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, სისტემების რეაბილიტაციას, დანაკარგების შემცირებას და ფერმერებისთვის წყლის უფრო საიმედო მიწოდებას. ტარიფში გათვალისწინებულია ყველა ის აუცილებელ ხარჯი, რაც საჭიროა მელიორაციის სექტორის ეფექტიანი მუშაობისთვის.
აღსანიშნავია, რომ ტარიფის ზრდა ფერმერების სრულად არ დააწვება, რადგან სახელმწიფო განაგრძობს მელიორაციის სექტორის მხარდაჭერას სუბსიდირების მექანიზმის მეშვეობით.
სახელმწიფო აგრძელებს ფერმერების მხარდაჭერას და ყველა ცვლილებას ახორციელებს მათ ინტერესებზე ორიენტირებულად.
ახალი ტარიფის დადგენა პროცესს უფრო გამჭვირვალეს გახდის და ნათლად აჩვენებს მელიორაციის მომსახურების რეალურ ღირებულებას. ფერმერის ქვითარში ასახული იქნება, როგორც სრული ტარიფი, ისე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სუბსიდიის ოდენობა, რაც ნათლად აჩვენებს სახელმწიფოს წვლილს.
ახალი სატარიფო სისტემა ემყარება სამართლიან პრინციპს. მომხმარებელი იხდის მხოლოდ იმ წყლისთვის, რომელსაც რეალურად მოიხმარს და არ იხდის ზედმეტს. ეს მიდგომა ხელს შეუწყობს საირიგაციო წყლის მიზნობრივ გამოყენებას, წყლის დროულ მიწოდებასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია დაიწყება ფერმერებთან რეგიონებში.
საქართველოს მელიორაცია ათწლეულების განმავლობაში მწყობრიდან გამოსული სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო პროექტებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს. ექსპლუატაციაში დაბრუნდა არაერთი საირიგაციო და სადრენაჟო სისტემა. ექსპლუატაციაში შევიდა რეაბილიტირებული სატუმბი სადგურები და მოწესრიგდა საირიგაციო ქსელი, რომლის მეშვეობითაც სარწყავი წყალი მიეწოდა ისეთ სოფლებს, სადაც ათეულობით წლის განმავლობაში სავარგულები არ მორწყულა.
მომავალ წლებში, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასევე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით ჯამში, დაახლოებით 605,8 მლნ. ლარის ღირებულების სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტებია დაგეგმილი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა