თბილისის მერი მეუღლესთან ერთად ბერი ანდრიას სახელობის ფონდს ეწვია

ყველაზე დიდი სიხარული და საჩუქარი, რაც შეიძლება ახალმა წელმა მოგვიტანოს, თითოეული თქვენგანის კარგად ყოფნაა. გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერ ბავშვობას,- ამ სიტყვებით მიულოცა თბილისის მერმა მ ბერი ანდრიას სახელობის ფონდის შვილობილებს დამდეგი ახალი წელი.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„დედაქალაქის მერმა მეუღლესთან, სთან ერთად, ფონდის ინფრასტრუქტურა, ასევე, ბავშვთა რეაბილიტაციისთვის ადაპტირებული სივრცეები დაათვალიერა და პატარებს საახალწლო საჩუქრები გადასცა. სტუმრებს მასპინძლობა ფონდის დამაარსებელმა დედა თინათინმა გაუწია.
მ ბერი ანდრიას ფონდს მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა, თავად ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კი ფონდის „კეთილი ნების“ ელჩად აირჩიეს.
ბერი ანდრიას სახელობის ფონდი ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს მკურნალობასა და რეაბილიტაციაში უანგაროდ ეხმარება. ამჟამად საქველმოქმედო ორგანიზაცია 42 ბავშვზე ზრუნავს. მათ შორის არიან პატარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი: ხვალ, როცა ყველა, წლის ბოლო წამებს დავითვლით, ტყუპები გზაში იქნებიან. თურქეთში მიდიან გადარჩენის იმედით. ოჯახმა ბინის გაყიდვა ვერ მოასწრო, მყიდველი ვერ ნახეს, მაგრამ უნდა წავიდნენ, სხვა გზა არ აქვთ