2025 ფოტოებში | პოლიტპატიმრების ოჯახების ბრძოლა

2025 წელი პოლიტპატიმრების მშობლებმა და ოჯახის სხვა წევრებმა ბრძოლაში გაატარეს – თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ისინი მთელი წლის მანძილზე არიგებდნენ სინდისის პატიმრების წერილებისგან შემდგარ გაზეთებს და ამ გზით ებრძოდნენ სამთავრობო პროპაგანდას პროევროპულ დემონსტრაციებზე დაკავებული ახალგაზრდების წინააღმდეგ, მონაწილებდნენ დემონსტრაციებში და ითხოვდნენ პატიმრების გათავისუფლებას, ამ ბრძოლაში ზოგიერთი მათგანი თავადაც აღმოჩნდა ციხეში.
100-ზე მეტი პოლიტპატიმარი ჰყავს საქართველოს 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ. ამ დღეს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აჩერებენ ევროინტეგრაციის პროცესს, რასაც მასობრივი პროევროპული დემონსტრაციები მოჰყვა.
თვალი გადავავლეთ პოლიტპატიმრების ოჯახების ბრძოლას “ნეტგაზეთის” ფოტოებში:
ფოტო: ნეტგაზეთი | 09.04.2025 სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა 9 აპრილის ღამე მემორიალთან გაათენეს.
ფოტო: ნეტგაზეთი | 11.06.2025 პოლიტპატიმრების მშობლებმა გაზეთის “თავისუფლების ხმა ციხიდან” ახალი ნომრის პრეზენტაცია გამართეს.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)