საქართველოში მყოფი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

საქართველოში მყოფი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს. პია კაუმა საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა და იქ არსებულ ვითარებას გაეცნო.
საუბარი შეეხო როგორც ბორდერიზაციისა და მოქალაქეთა დაკავების უკანონო ფაქტებს, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებს, მათ შორის, თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვის შემთხვევებს.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიცის წარმომადგენლებსაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი