ფრიდრიხ მერცი – ევროპელ და კანადელ პარტნიორებთან კონსულტაციები გავმართეთ – წინ ვწევთ სამშვიდობო პროცესს

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროპელმა და კანადელმა პარტნიორებმა სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართეს.
„დღეს ჩვენ ბერლინის ფორმატში ჩვენს ევროპელ და კანადელ პარტნიორებთან დამატებითი კონსულტაციები გავმართეთ. ჩვენ წინ ვწევთ სამშვიდობო პროცესის. ახლა ყველასგან, მათ შორის სგან, გამჭვირვალობა და კეთილსინდისიერებაა საჭირო“, – წერს მერცი სოციალურ ქსელში.
დისკუსიებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმაც. მისი თქმით, ევროპელ ლიდერებთან უკრაინისადმი მხარდაჭერის, მისი უსაფრთხოების და ქვეყნის რეკონსტრუქციის საკითხები განიხილეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დამნაშავედ ცნეს ე.წ. ფაშისტური იდეოლოგიის ჯგუფის წევრები, რომლებმაც არასრულწლოვანი დანებისა და პისტოლეტების გამოყენების მუქარით აიძულეს დამდგარიყო მუხლებზე, მიაყენეს დაზიანებები, აიძულეს ბოდიში მოეხადა „ლიდერისთვის“

გიგი წერეთელი – წარმოუდგენელია, რომ 2026 წელი დგება და ქვეყანაში პოლიტიკური და სინდისის პატიმრები გვყავს – ცუდი ვითარებაა და ეს იყო „ოცნების“ გეგმა, დაჭერების კასკადი და შიდა ბრძოლები არ მეტყველებს იმაზე, რომ მათ დიდი ძალა აქვთ