ისრაელმა „ჰამასს“ ცეცხლის 2 თვით შეწყვეტა შესთავაზა | მედია

ისრაელმა „ჰამასს“ ცეცხლის 2 თვით შეწყვეტა შესთავაზა. ამ ინფორმაციას გამოცემა „აქსიოსი“ ორ ისრაელელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით ავრცელებს, თუმცა მათ ვინაობას არ ასაჯაროებს. ს წინადადება მოიცავს ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლებას და მძევლების ცხედრების დაბრუნებას ისრაელში დაპატიმრებული პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ.
დღეს, ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში მომხდარი აფეთქების შედეგად ს 21 ჯარისკაცი დაიღუპა. ამ ინფორმაციას ისრაელის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერი, დანიელ ჰაგარი ავრცელებს. მისი თქმით, აფეთქების მიზეზის დასადგენად მოკვლევა მიმდინარეობს. მაშველები დანგრეული შენობებიდან დაშავებულების გამოსაყვანად რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.