3 იანვრამდე საქართველოში თოვლიანი ამინდი იქნება — გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.
„31 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 3 იანვრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით. შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მთიან რაიონებში – ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. 1-2 იანვარს ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, — ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
გარემო ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ამინდის პროგნოზის მიხედვით, თბილისში 31 დეკემბერს, დღის ბოლოს შესაძლოა მცირე თოვლ-ჭყაპი აღინიშნოს, ხოლო 1-ლი იანვრის დღის მეორე ნახევრიდან 2 იანვრის დილამდე თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით — 0,-2, ხოლო დღისით +2, +4 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (, ქობულეთი, ანაკლია, ) მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ღამით — 0,+2, დღისით +5, +7 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ღამით — 0,-2, დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, , ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დღისით — 0,-2 გრადუსი, ღამით -5,-7, დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა ღამით იქნება -8,-10, დღისით — -3,-5 გრადუსი.
ქართლ-კახეთში ზოგან მოსალოდნელია თოვლი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) — თოვლი და ქარბუქი. თოვლი და ქარბუქი მოსალოდნელია აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებშიც (ახალქალაქი, , ბაკურიანი, გუდაური, ომალო).