ირაკლი კობახიძემ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მაჰმუდ ადიბთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ამის შესახენ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა დიპლომატს საქართველოში გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისა და ორმხრივ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
„შეხვედრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო ერთგულად უჭერს მხარს ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ტუღუში – საქართველო პრორუსულად განწყობილი არასდროს ყოფილა, ასეთი რამ არ მახსოვს, ეს ნონსენსია, მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა არის ის ჯოჯოხეთი, სადაც „ოცნება“ მიგვაქანებს – დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში ისე ვერ იგებენ, როგორც უნდოდათ