კეკელიძეზე აღსრულების პოლიციას ხალხი ბინიდან იძულებით გაჰყავს

თბილისში, კეკელიძის ქუჩის 1-ში აღსრულების პოლიცია ხატიაშვილების ბინაში კარების შენგრევის შემდეგ შევიდა, საიდანაც დღეს ოჯახის გამოსახლება იყო დაგეგმილი. აღსრულების პოლიციის წარმომადგენლებს ამ წუთებში ბინაში მყოფი ადამიანები გარეთ ძალის გამოყენებით გამოჰყავს.
ხატიაშვილების ოჯახის წევრები, მეგობრები და აქტივისტები ბინაში შიგნით იყვნენ გამაგრებული. გამოსახლების წინა, სხვა მცდელობებისას, აღსრულების პოლიციამ ბინაში შესვლა ვერ შეძლო და გამოსახლება რამდენჯერმე გადაიდო.
გამოსახლებისას შეუძლოდ გახდა ბინაში მცხოვრები მარინა ხატიაშვილი, რომლიც სასწრაფოს მანქანაში აიყვანეს.
გამოსახლების პროცედურა თბილისში კეკელიძის ქუჩის 1 ნომერში აღსრულების პოლიციამ დღეს, 23 იანვარს 10:00 საათზე დაიწყო. სოლიდარობის გამოსახატად კეკელიძის ქუჩაზე შეკრებილნი არიან ხატიაშვილების ოჯახის მხარდამჭერები.

ასევე დაგაინტერესებთ