ოზურგეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველის ინფორმაციით, აღმაშენებლის ქუჩაზე. ერთმანეთს „მაზდას“ მარკის ავტომობილი და მოტოციკლეტი დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა მოტოციკლეტის მძღოლი. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ბეჭის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა და ზედაპირული ჭრილობები აღენიშნება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.