ტატა ხვედელიანი – ნაბიჯები, რომელსაც „ოცნება“ დგამს, არ ემსახურება კორუფციის დამარცხებას, არამედ კონკრეტული წრეა განეიტრალებული – -კალაძის „კლანი“ ოსტატურად ანაცვლებს ღარიბაშვილ-ლილუაშვილის „კლანს“

ნაბიჯები, რომელსაც „ოცნება“ დგამს, არ ემსახურება კორუფციის დამარცხებას, არამედ კონკრეტული წრე არის განეიტრალებული – -კალაძის კლანი ძალიან ოსტატურად ანაცვლებს ღარიბაშვილ-ლილუაშვილის კლანს , – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ტატა ხვედელიანის თქმით, კორუფცია ქვეყანაში უნდა უტოლდებოდეს ქვეყნის ღალატს, რადგან სწორედ კორუფციის გამოა საქართველო მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში.
„შეუძლებელია ვისაუბროთ კორუფციასთან ბრძოლაზე, როდესაც თბილისს ჰყავს ყველაზე კორუმპირებული მმართველი, . რეჟიმმა კორუფციას კიდევ ერთხელ მწვანე აუნთო, როდესაც ეს ადამიანი მესამე ვადით წარადგინა. შესაბამისად, ის ყველაფერი, რაც დღეს ხდება, არის ხალხისგან მოპარული ფულის გადანაწილება. კობახიძე-კალაძის კლანი ძალიან ოსტატურად ანაცვლებს ღარიბაშვილ-ლილუაშვილის კლანს და მათთან დაკავშირებულ ადამიანებსაც. ნაბიჯები, რომელსაც „ოცნება“ დგამს, არ ემსახურება კორუფციის დამარცხებას, არამედ კონკრეტული წრე არის განეიტრალებული. ძალიან სამარცხვინოა, რომ უდანაშაულო ბავშვები ჯერ კიდევ ციხეში არიან და ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც „ოცნებას“ წარმოადგენდნენ, გირაოს სანაცვლოდ გამოდიან ციხიდან. ეს არის სამარცხვინო და რა თქმა უნდა, არის „ოცნების“ პასუხისმგებლობა და ეს არ ემსახურება კორუფციის დამარცხებას. ყველა ის ადამიანი, ვინც არის კორუმპირებული, უნდა იყოს ციხეში. მაშინ, როდესაც ჩვენ ვუყურებთ უდანაშაულო ბავშვების გასამართლების პროცესს, ადამიანები, რომლებიც ქართველ ხალხს ჰპარავდნენ უამრავ ფულს, ეს ადამიანები უნდა იხდიდნენ უმაღლეს სასჯელს იმიტომ, რომ დღესდღეობით კორუფცია ჩვენს ქვეყანაში, უნდა უტოლდებოდეს ქვეყნის ღალატს. იმდენად მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა კორუფციის გამო, რომ უნდა ისჯებოდეს ძალიან მკაცრად“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
ტატა ხვედელიანის განცხადებით, მიზეზი იმისა, თუ რატომ არ აისახება ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის „ჯიბეზე“, კორუფციაა, ამიტომ არ შეიძლება კორუფციაში ბრალდებული ადამიანების მიმართ ლოიალური მოპყრობა.
„ფაქტია, რომ „ოცნების“ მიზანი კორუფციასთან ბრძოლა არ არის. მაღალჩინოსნები, რომლებიც უმძიმეს დანაშაულს ჩადიოდნენ და ხალხს ჰპარავდნენ ფულს, მათ მიმართ არ უნდა ხდებოდეს ლოიალური მოპყრობა კანონის მხრიდან იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ჩვენი ხალხის ფული და ეს არის უმძიმესი დანაშაული. ეკონომიკური ზრდა არ აისახება ჩვენი მოქალაქეების ჯიბეებზე და სწორედ ამის მიზეზი გახლავთ კორუფცია. „ოცნება“ დღეს აღიარებს კორუფციას, აღიარებს, რომ ჩვენს ბავშვებს ბაღებში კვების ფულს ჰპარავდნენ, აღიარებენ, რომ ქოლცენტრები „ოცნების“ იყო, აღიარებენ, რომ ეროვნულ ინტერესებს აზიანებენ. ეს ყველაფერი ამ პროცესებით და დაკავებებით დასტურდება“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.