,, მე ვიცი ერთი კაცი ვისაც შეუძლია ამ უბედურებიდან ქვეყნის გამოყვანა” – სააკაშვილი

მიხიელ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:
,,მთავარი პროკურორი რომლის შეთითხნილი ბრალდებებით დამაპატიმრეს ქილერად გამოაცხადეს. როგორც ჩანს, ქილერის გარდა, ვერავინ უსრულებდა ივანიშვილს ამ სურვილს.
ჩემს მიერ საქართველოდან ამოძირკვული ФСБ-ს კონტროლირებული კრიმინალური სამყარო ივანიშვილმა მთლიანად დააბრუნა. აბა სხვას რას უნდა მოელოდე ოთარ კვანტრიშვილის, რუსეთის “იმერეთის მაფიის” ფულით გამდიდრებულისგან.
სხვათა შორის, FBI-მ 2007 წლის ნოემბრის აქციების წინ გაგვაფრთხილა, რომ ამ აქციების უკან იდგნენ უსოიანი და სხვა ქართველი ქურდები და სწორედ “7 ნოემბრის” საქმეზე შემითითხნა ფარცხალაძემ ერთ-ერთი ბრალი.
მე კი გაფრთხილებით თავის დროზე 90-იანებში დაგვაბრუნებენ მეთქი.
მე ვიცი ერთი კაცი ვისაც შეუძლია ამ უბედურებიდან ქვეყნის გამოყვანა, მაგრამ ის დატყვევებულია და ახლა ამ სტატუსს წერს.“

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით