ავიაკომპანია Wizz Air ათენში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩარტერულ რეისს შეასრულებს, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ამაღამ განხორციელდება.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის ავიაკომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაციით ჩარტერული რეისი ათენიდან ქუთაისში 00:30 საათზე დაეშვება.
რეისი სპეციალურად ორგანიზებულია ათენში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნების მიზნით.
ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს




