მ ტრამპს უკრაინისთვის 50-წლიანი უსაფრთხოების გარანტია სთხოვა, -ის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ამ თემაზე დაფიქრდება

უკრაინის პრეზიდენტმა, მ განაცხადა, რომ -ის ლიდერთან შეხვედრისას უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების 30-50 წლით გაცემა სთხოვა.
ცნობისთვის, ამჟამად მხარეები უსაფრთხოების 15-წლიანი გარანტიების გაცემის შესაძლებლობას განიხილავენ, რომელთა გახანგრძლივებაც შესაძლებელი იქნება.
„მე ტრამპს ვუთხარი – ჩვენთან ომი უკვე თითქმის 15 წელია, გრძელდება, ამიტომ ძალიან დიდი სურვილია, რომ გარანტიები უფრო ხანგრძლივი იყოს. მე მას ვუთხარი, რომ ს დიდი სურვილი აქვს განვიხილოთ 30-40-50 წლიანი გარანტიების გაცემის შესაძლებლობა“, – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ში საომარი მდგომარეობის რეჟიმი მხოლოდ ისეთი უსაფრთხოების გარანტიების მიღების შემდეგ დასრულდება, რომლებსაც აშშ-ის კონგრესი და უკრაინის პარლამენტი დაამტკიცებენ.
უკრაინის ლიდერის თქმით, ზავი უსაფრთხოების გარანტიების გარეშე არ ნიშნავს ომის დასრულებას.