ზურაბ ჯაფარიძე – მთავარი პრობლემაა, რამდენად შეიძლება არსებობდეს ნდობა სიების მიმართ

ბევრ პრობლემას, რაც არსებობდა საარჩევნო უბნებზე, ხმის დათვლის ელექტრონული სისტემა მოაგვარებს, თუმცა კითხვები რჩება – მთავარი პრობლემაა, რამდენად შეიძლება არსებობდეს ნდობა სიების მიმართ,- ამის შესახებ „გირჩი- მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სიების გადამოწმების მექანიზმი, რასაც ამ ეტაპზე მათ სთავაზობს, პრაქტიკაში ვერ იმუშავებს.
„ეს არის ელექტრონული ხმის დათვლა და არა ელექტრონული , რომ დაეშვათ ონლაინ ხმის მიცემა, რაც ემიგრანტებს მისცემდა ხმის მიცემის საშუალება, ეს იქნებოდა ელექტრონული არჩევნები. ეს არის უბრალოდ ხმის დათვლა ელექტრონულად, რაც თავისთავად კარგია, ბევრ პრობლემას, რაც არსებობდა საარჩევნო უბნებზე ეს სისტემა მოაგვარებს, თუმცა, ცხადია, კითხვები რჩება. მთავარი კითხვა, ჩვენი აზრით, დაკავშირებულია სიებთან, როგორ ხდება მისი შედგენა, შემდეგ სისტემაში შეყვანა და შემდეგ გადამოწმება. მექანიზმი, რომელსაც ცესკო ასახელებს, რომ ასე შეიძლება გადამოწმება, ტექნიკურად შესაძლებელია, მაგრამ 100 წელი დასჭირდება პარტიას, რომ დაჯდეს და ეს გადაამოწმოს. მთავარი პრობლემა არის აქ – რამდენად შეიძლება არსებობდეს ნდობა იმ სიების მიმართ, რომელსაც ადგენს საჯარო რეესტრი, მერე აკლებენ საზღვარგარეთ გასულ ადამიანებს, მათ შორის იქ უნდა შევიდეს კიდევ პენიტენციურიდან მოსული ცვლილებები და ა.შ. კაცმა არ იცის, შიგნით რა ხდება. გამოსავალს რაც შეეხება, მაგალითად, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით რაც არის შესაძლებელი გააკეთონ, ძალიან მარტივი რამეა, ცესკოს საიტზე შეუძლიათ მიუთითონ, ვინ არის საზღვარგარეთ გასული, რომ ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც საზღვარგარეთ არის გასული, შეუძლია შეამოწმოს არის თუ არა მონიშნული, როგორც საზღვარგარეთ მყოფი, შესაბამისად, მას ამოიღებენ იმ სიებიდან, რაც აქ ქვეყანაში იქნება. ძალიან მარტივია, რატომ არ აკეთებენ, არ ვიცი,“ – განაცხადა ჯაფარიძემ.
ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელ პირებს ხვდება. ღონისძიებაზე მთავარი განსახილველი საკითხი არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებაა.

ასევე დაგაინტერესებთ