პაატა მანჯგალაძე „ხალხის ძალაზე“ – ხალხს სჭირდება ცვლილებები, რეფორმები და ესენი გაბოროტებული დედაბერივით წყევლიან ყოველდღე საქართველოს – უნდათ, საზოგადოებაში დაძაბულობა შემოიტანონ

ხალხს სჭირდება ცვლილებები, რეფორმები და ესენი გაბოროტებული დედაბერივით წყევლიან ყოველდღე საქართველოს, – ასე გამოეხმაურა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატი, , „ხალხის ძალის” მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას.
მანჯგალაძის განმარტებით, „ხალხის ძალას” უნდა, რომ საზოგადოებაში დაძაბულობა შემოიტანონ, რაშიც არ აჰყვებიან.
„არც მინდა ამ სისულელეზე კომენტარის გაკეთება. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ის ენა არ გამოვიყენო, რომელიც დაძაბულობას გაზრდის. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ხალხი სხვა რამით დაკავდეს. ხალხს სჭირდება ცვლილებები, რეფორმები და ესენი გაბოროტებული დედაბერივით წყევლიან ყოველდღე საქართველოს. არ ავყვეთ ამ ხალხს ამაში, არც მოვუსმინოთ, არც წავიკითხოთ, იმიტომ რომ ყველა არის საინფორმაციო დივერსია და ამაში აყოლა ჩვენ არ გვინდა, ჩვენ გვინდა, რომ ერთმანეთს შევეჯიბროთ საქმის კეთებასა და აღმშენებლობაში. ჩვენ ეს პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. მათ უნდათ რომ საზოგადოებაში დაძაბულობა შემოიტანონ, რაშიც არ ავყვებით”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – გუშინ ჩვენ ვნახეთ როდიონოვები, სხვადასხვა ტანისამოსში, სქესში და ასაკში – ყველა, ვინც თავს ესხმოდა იქ ადამიანებს, ყველა ეს პირი თავისი არსით აგრძელებს იმ საქმეს, რაც მაშინ ნიჩბებით შეიარაღებულმა საბჭოთა რუსმა ჯარისკაცებმა ჩაატარეს

შალვა პაპუაშვილი – ადამიანებს მხოლოდ 2 სიტყვის გაგონება უნდათ: რუსეთი და ევროპა, სხვა არ არსებობს არაფერი, არსებობს თეთრი და შავი – გუშინ ეს ისტერია უცხოური დაფინანსებით იყო ორგანიზებული