ანი ნადარეიშვილი – როცა ბაჩო პირველ წრეზე იჯდა ციხეში, ფარცხალაძე მთავარი პროკურორი იყო და კაბინეტში „აკაჩავებდა“ მოწმეებს და მოსამართლეებს – მაშინდელი სუს-ის უფროსი, „ქოცების“ „ფილარმონია” კაცი ლილუაშვილიც გვერდზე საკანში უზის ბაჩოს

როცა ბაჩო პირველ წრეზე იჯდა ციხეში, მაშინ ფარცხალაძე მთავარი პროკურორი იყო და მის კაბინეტში „აკაჩავებდ“ მოწმეებს და მოსამართლეებს,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
აღნიშნულით ანი ნადარეიშვილი იმ ფაქტს ეხმაურება, რომ ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება.
„როცა ბაჩო პირველ წრეზე იჯდა ციხეში, მაშინ ფარცხალაძე მთავარი პროკურორი იყო და მის კაბინეტში “აკაჩავებდა” მოწმეებს და მოსამართლეებს.
მაშინდელი სუს-ის უფროსი – „ქოცების“ ამხელა „ფილარმონია” კაცი ლილუაშვილიც გვერდზე საკანში უზის ბაჩოს ახლა და მაშინდელი შს მინისტრი და პრემიერი ღარიბაშვილიც ცალი ფეხით იქაა ფაქტობრივად.
ნეტა დღეში ორჯერ ჩინ მომატებულ ს და შიზოიდ ირაკლი ს თუ ესმით ერთ დღეს რომ მოისვრის ბორია მოუსავლეთში?!- წერს ანი ნადარეიშვილი.
შეგახსენებთ, ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება. აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე ისაუბრა და განმარტა, რომ ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია. მისი თქმით, ფარცხალაძეს პროკურატურის შესაბამისი დადგენილების მიხედვით, ბრალად ედება ის, რომ “ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება” და მისი მიმართ ძებნა გამოცხადდება.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც თანაცხოვრების პერიოდში უკანონოდ მოიპოვა და შეინახა მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც შემდეგ სოციალური ქსელით სხვა პირს გაუგზავნა

თაზო დათუნაშვილი – საზოგადოებისთვის ახალაიას იმდენი აქვს დაშავებული, რომ ეს შემდგარი მონსტრის პროფილია და მისი მორგება შეიძლება ბევრ რამეზე, მათ შორის, ამ გადატრიალების მცდელობაზე თუ 4 ოქტომბრის უაზრო ავანტიურაზე, მაგრამ მტკიცებულებები სუსტია