რამაზ საყვარელიძე – მთელი საშინაო პოლიტიკა მიდის იმ ფორმულით, რომ როცა ოპოზიციური პარტიები ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები რაიმეს მათთვის წამგებიანს აკეთებენ, ხელისუფლება მათ ხელს არ უშლის

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
– ბატონო რამაზ, 2025 წელი სრულდება და ახლა ის დროა, რამდენადაც შესაძლებელია შევეცადოთ 2025 წლის წლის შედეგების შეჯამებას.
რადგან, წლევანდელი წლის წარმატებებზე მმართველი გუნდი მუდმივად საუბრობს, ალბათ მართებული იქნება, თუ იმ პრობლემებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომელიც ქვეყანასაც ბლომად აქვს და ხელისუფლებას.
ხელსუფლებაში ყოფნის 13 წლის შემდეგ მმართველი გუნდისთვის, სავარაუდოდ, როგორ გამოიყურება საშინაო პოლიტიკის მთავარი პრობლემები?
– უპირველეს ყოვლისა, გისურვებთ კიდევ მრავალი წლის შეჯამებას თქვენ, თქვენს მკითხველს და რესპოდენტებს, ჩემი ჩათვლით.
არაერთი წელი შეგვიჯამებია და ასეთი უცნაური წელი იშვიათია, თუმცა ანალოგიური წელი ადრეც გვინახავს. ჭკვიან ხალხს უთქვამს საგარეო პოლიტიკა საშინაოს გაგრძელებააო და ამ მხრივ არის უცნაურად ჩვენი საქმე, ვერ გაიგებ საშინაოს აგრძელებს საგარეო, თუ პირიქით.
ადრე 2003-წელი იყო უცნაური ამ მხრივ. დარწმუნებული ვიყავით, რომ „“ ჩვენი შიდა პოლიტიკის ნაწილი იყო. მაშინ არ დავაკვირდით რუსები და ამერიკელები რომ ლამის ერთდროულად ემსახურებოდნენ ამ რევოლუციას და მერეც ერთად მოგვილოცეს; არც იმას დავაკვირდით, თბილისში საჯარო გამოსვლისას ჯორჯ ბუშმა რომ განაცხადა, საქართველო კარგი მაგალითია იმაში დასარწმუნებლად, რომ ამერიკა ასეთი ხავერდოვანი რევოლუციებით ავღანეთამდე მივა და იქ ბინ ლადენს დაიჭერსო; არც იმას მივაქციეთ ყურადღება, 9 წელი ბუშის ხათრით ჩვენი დემოკრატია დასავლეთს იდეალურად რომ მიაჩნდა.
მერე გავიგეთ და გავაცნობიერეთ, რომ აქ მიმდინარე პროცესები ამერიკელი პოლიტტექნოლოგის ჯინ შარპის სცენარით მიდიოდა 2003-ში, კიდევ ბევრი რამ გავიგეთ იმ რევოლუციაზე, მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა.
ამჟამად საინტერესო ისაა, რომ როგორც მაშინდელმა დასავლეთმა და ქართულმა ოპოზიციამ ხელისუფლებაზე უარი ათქმევინეს შევარდნაძეს და მოიყვანეს „ნაცმოძრაობა,“ ისე ახლა ულტრალიბერალურ დასავლეთს და ქართულ ოპოზიციას, სურდათ მოეწყოთ „-2“, მაგრამ… არ გამოუვიდათ, რაც ასევე უცნაურია.
ამჟამად საინტერესო ისაა, რომ როგორც მაშინდელმა დასავლეთმა და ქართულმა ოპოზიციამ ხელისუფლებაზე უარი ათქმევინეს შევარდნაძეს და მოიყვანეს „ნაცმოძრაობა,“ ისე ახლა ულტრალიბერალურ დასავლეთს და ქართულ ოპოზიციას, სურდათ მოეწყოთ „ვარდების რევოლუცია-2“, მაგრამ… არ გამოუვიდათ, რაც ასევე უცნაურია
დასავლეთს ამჟამად არ ჰქონდა უტოპიური გეგმა ავღანეთემდე გასვლის, მაგრამ არც ახალ გეგმას აკლია უტოპიურობა. ამ პოლიტიკურ ჯგუფს გლობალისტებადაც მოიხსენიებენ, რადგან მათ მიაჩნიათ, მთელ მსოფლიოში უნდა იყოს ლიბერალური და ერთიანი ეკონომიკა, ერთიანი უნივერსალური ღირებულებები და ა.შ., რაც რევოლუციებით მიიღწევა.
ადრე ანალოგიური იდეები ჰქონდათ კომუნისტებს, მერე ტროცკისტებს. ახლა გლობალიზმის აჩრდილი დაბორიალობს და სისხლიან კვალს ტოვებს, როგორც წინა ორი. გლობალისტებისთვის მტერია ეროვნულობა და კონსერვატიზმი, ტყვიაც კი ესროლეს კონსერვატიული იდეების მქონე ფიცოს, ტრამპს, კირკს.
ეს გასროლები ის ობიექტური ფაქტებია (ფეიკ-გასროლები იყოო არავის უთქვამს), რომელიც მიუთითებს რომ გლობალისტები თავიანთი მიზნებით ამართლებენ ნებისმიერ საშუალებას. ამ ფონზე გასაგები ხდება, თუ რა სახიფათოა ულტრალიბერალ-გლობალისტების აგრესია საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რადგან იგი კონსერვატიული მოძრაობის წევრია.
ბუნებრივია, რომ გლობალისტ-ლიბერალური მსოფლიოს ცენტრი იქნება იქ, სადაც იქნება ლიბერალიზმის ცენტრი, ანუ დასავლეთში. ამ პერსპექტივას საფრთხეს უქმნის არაევროპული ქვეყნების, უპირველეს ყოვლისა, ჩინეთის გაძლიერება, მით უფრო, რომ ჩინეთს გლობალიზაციის თავისი ფორმა აქვს, რომელიც დამყარებულია ეროვნულის განვითარებაზე, რაც განსხვავებულია დასავლურისგან.
ამ ფონზე ისევ გასაგები ხდება ულტრალიბერალი-გლობალისტების აგრესია საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რადგან მან მჭიდრო ურთიერთობა გააბა ჩინეთთან, ამასთანავე, ჩინური ტვირთების ტრანზიტის ერთერთმა გზამ შეიძლება საქართველოზე გაიაროს.
ულტრალიბერალებმა საქართველოში ვერ შეძლეს რევოლუცია… აქამდე. ამას ხაზს ვუსვამ, რადგან საქართველოში ხელისუფლების შეცვლის საკითხი მოხსნილი არაა, დასავლეთს მოტივები რჩება და ამ ბრძოლაში საქართველოს სახელმწიფო სისტემის ბოლომდე შენარჩუნება იმ სახით, როგორც სურს მოსახლეობის უმრავლესობას, წარმოადგენს შიდა პოლიტიკის ძირითად საკითხს
ულტრალიბერალების საქართველოთი უკმაყოფილებას დაემატა მესამე მოტივი – საქართველოს ხელისუფლების უარი მეორე ფრონტის გახსნაზე. ამ საკითხის დასმისა არ სჯერა ქართულ ოპოზიციას, მაგრამ არსებობს უკრაინელების შესაბამისი განცხადებები, დიპლომატიური ურთიერთობის გაუქმება (ესეც არ იყო ფეიკი). უკრაინელების მრავალმილიარდიან სურვილებს ასრულებდა დასავლეთი და თუ საჭიროდ ჩათვლიდა, საქართველოს რატომ არ წაუყენებდა ფრონტის გახსნის მოთხოვნას?! თანაც, ზელენსკიმ თქვა, წინა ხელისუფლება რომ ყოფილიყო, ის ჩაერთვებოდა ომშიო.
მოკლედ, ამდენი მიზეზი ჰქონდა დასავლეთს იმისთვის, რომ ქოცების ხელისუფლება შეეცვალა ნაცების ხელისუფლებით, თანაც ამგვარი რევოლუცია უკვე წარმატებით ჰქონდა ჩატარებული 20-ოდე წლის წინ.
ამ გეგმისთვის რომ ემზადებოდნენ, უნებლიე გამოვლინებებში ეტყობათ თავად ნაცებს – აგრესიულები არიან ტრამპიდან დაწყებული ყველა კონსერვატორი პოლიტიკოსის მიმართ მთელ მსოფლიოში; კრიტიკულად მოიხსენიებენ ჩვენს ჩინეთთან ურთიერთობას, ან საერთოდ არ ახსენებენ მას; უღირს საქციელად მიაჩნით, რომ საქართველო არ ჩაერთო ომში.
ულტრალიბერალებმა საქართველოში ვერ შეძლეს რევოლუცია… აქამდე. ამას ხაზს ვუსვამ, რადგან საქართველოში ხელისუფლების შეცვლის საკითხი მოხსნილი არაა, დასავლეთს მოტივები რჩება და ამ ბრძოლაში საქართველოს სახელმწიფო სისტემის ბოლომდე შენარჩუნება იმ სახით, როგორც სურს მოსახლეობის უმრავლესობას, წარმოადგენს შიდა პოლიტიკის ძირითად საკითხს, ჩემი აზრით.
– 2025 წელი აღმოჩნდა ის წელი, როცა პარლამენტმა არა ერთი კანონი მიიღო ისეთი, რომლითაც გამკაცრებულია საპროტესტო აქციების ჩატარება, ახლა საპროტესტო აქციების ჩატარება ტროტუარზეც კი პრობლემურია.
ამას წინ უძღვოდა 400-მდე აქციებში მონაწილეების ცემა, ასობით მოქალაქის 5 ათასი ლარით დაჯარიმება, საჯარო სამსახურებიდან პროევროპულად განწყობილი მოხელეების გაშვება. აღარაფერს ვამბობ გამკაცრებულ საარჩევნო კოდექსზე, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე, რომლის მიზანია უმსხვილესი ოპოზიციური პარტიების აკრძალვა.
ვითარებაში, როცა მმართველი გუნდი პრაქტიკულად ყველაფერს აკონტროლებს, მმართველ გუნდს საშინაო პოლიტიკაში იმ ტიპის სიხისტე, რომელსაც ავლენს, არ უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ ვხედავთ, რომ სიხისტის ხარისხი კი არ იკლებს, არამედ მატულობს კიდეც.
საშინაო პოლიტიკაში ამგვარი მეთოდების გამოყენების მიზანი თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს?
– ახალი არაფერი იქნება იმაში, თუ ვიტყვი, რომ სახელმწიფო თუ გვინდა კანონიც უნდა დავიცვათ. თუ ეს კანონები არ მოგვწონს, უნდა მივცეთ ხმა იმ პარტიას, რომელიც შეცვლის ჩვენთვის მიუღებელ კანონებს. ეს უკვე კანონების შეცვლის კანონია.
სახელმწიფო თუ გვინდა კანონიც უნდა დავიცვათ. თუ ეს კანონები არ მოგვწონს, უნდა მივცეთ ხმა იმ პარტიას, რომელიც შეცვლის ჩვენთვის მიუღებელ კანონებს. ეს უკვე კანონების შეცვლის კანონია
მოდით, დავიწყოთ იმით, რომ მოვლენას სწორედ მოვუძებნოთ სახელი. მშვიდობიანი საპროტესტო აქცია რასაც დაარქვეს, იქ მაშხალები და მოლოტოვის კოქტეილების ესროლეს პოლიციას და პარლამენტს. ეს ძალადობრივი აქციაა, რაც საპასუხო ძალას აჩენს. მაშხალები იარაღად გამოიყენეს გერმანიასა და საფრანგეთში.
იქაც დააპატიმრეს მაშხალებიანი მშვიდობის მოყვარულები. ვინც ამ სროლებს ამართლებს, მას არ უნდა რომ სახელმწიფო ჰქონდეს. სახელმწიფო არ უნდა იმასაც, ვინც უკმაყოფილოა, როცა გზის გადაკეტვისთვის აგებინებენ პასუხს ადამიანებს. საპროტესტო აქცია არის აზრის გამოხატვა. ცეცხლი და ბლოკირება კი უკვე ძალადობაა და თუ ძალადობს ოპოზიცია, ხელისუფლებაც გამოიყენებს ძალას.
ვინც ამ სროლებს ამართლებს, მას არ უნდა რომ სახელმწიფო ჰქონდეს. სახელმწიფო არ უნდა იმასაც, ვინც უკმაყოფილოა, როცა გზის გადაკეტვისთვის აგებინებენ პასუხს ადამიანებს. საპროტესტო აქცია არის აზრის გამოხატვა. ცეცხლი და ბლოკირება კი უკვე ძალადობაა და თუ ძალადობს ოპოზიცია, ხელისუფლებაც გამოიყენებს ძალას
მთელი მსოფლიოს ამბებს ვუყურებთ და არ მახსენდება რომელიმე ქვეყნის პოლიციაზე უფრო მკაცრი იყოს ჩვენ პოლიცია და სასჯელები. თანაც სიმკაცრეს ჩივიან წინა ხელისუფლების მომხრეები, წინა ხელისუფლების სიმკაცრეს ვერ ხედავენ და ამგვარი ობიექტურობის ფონზე ანალიზების კეთებას აზრი არა აქვს.
– ამას წინათ პრემიერმა ირაკლი მ „რუსთავი -2-ს“ ეთერში თქვა, – „ჩვენი ოპონენტები დისკუსიას გაურბიან, მონოლოგის რეჟიმში არიან და ათას სისულელეს ლაპარკაობენ, რადგან ოპონენტი არ ყავთ.“
არადა წლებია “ქართულ ოცნებას” უარი აქვს ნათქვამი დებატებზე, ოპოზოციურ არხებზე მისვლაზე და ახლა პრემიერის მხრიდან იმაზე საუბარი რომ ოპოზიცია დისკუსიას გაურბის, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია. პრემიერის ამ განცხადების შემდეგ არა ერთმა ოპოზიციურად განწყობილმა ადამიანმა გამოთქვა ხელისუფლებასთან დისკუსიაში შესვლის სურვილი.
პოლარიზაციის დონე რომ ძალიან მაღალია, იმის ბრალიცაა რომ პოლიტიკური კლასი ერთმანეთთან არც დიალოგშია და არც დისკუსიაში.
პოლარიზაცია მუდმივად კი არ უნდა იზრდებოდეს, არამედ იკლებდეს და დაპირისპირებული ჯგუფები კონსენსუსამდე მიდიოდნენ.
თუ საშინაო პოლიტიკაში არსებული დინამიკა შენარჩუნდა, სავარაუდოდ, ამან სანამდე შეიძლება მიგვიყვანოს?
ანაც, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები საშინაო პოლიტიკაში 2026 წელს?
– ოპოზიცია ყველგან არის, მათ შორის ისეთიც, შორს რომაა კონსენსუსისგან. თუ მან ძალა არ იხმარა და რევოლუცია არ მოახდინა, თუ ის დათანხმდა ხელისუფლების შეცვლას თ, არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება, დასავლეთის ქვეყნები ასე ცხოვრობენ.
ძალის გამოყენებისთვის, ძალისმიერი რევოლუციისთვის ძალას უნდა ფლობდეს ოპოზიცია. ხშირად ამას ოპოზიცია ახერხებს ძალოვანების გადაბირებით… ამიტომ არის სახიფათო კორუფცია ძალოვან სტრუქტურებში.
კორუფციასთან ბრძოლის ამჟამინდელი ეტაპი მგონია, რომ სწორედ ხელისუფლების შეცვლის მცდელობებს უკავშირდება. რადგან გააუვნებელჰყვეს ძალოვანები, სახიფათო არაფერი მოხდება
ალბათ, ბევრ სხვა რამესთან ერთად ამასაც გულისხმობდა გოლდა მეიერი, ს „რკინის ლედი“, როცა ამბობდა კორუფცია ქვეყნის ღალატიაო. ხოლო, ძალოვანებში კორუფცია ათმაგად ღალატია, რადგან შეიარაღებული აჯანყების შანსს აჩენს.
კორუფციასთან ბრძოლის ამჟამინდელი ეტაპი მგონია, რომ სწორედ ხელისუფლების შეცვლის მცდელობებს უკავშირდება. რადგან გააუვნებელჰყვეს ძალოვანები, სახიფათო არაფერი მოხდება.
– 2025 წელი იმითაც იყო ხმაურიანი, რომ მმართველმა გუნდმა კორუფციის ბრალდებით ყოფილი თანაგუნდელები დააკავა.
მმართველი გუნდი ამბობს რომ ექს-პრემიერი ღარიბაშვილი, თავდაცვის ექს-მინისტრი ბურჭულაძე, ინფრასტრუქტურის ექს-მინისტრი ქარსელაძე, ეკონომიკის მინისტრის ექს-მოადგილე მიქაუტაძე და უსაფრთხოების უფროსი ლილუაშვილი მექრთამე აღმოჩნდა.
ოპოზიცია ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციის ბრალდებით დაკავებას კლანებს შორის ბრძოლად აფასებს, მმართველი გუნდის მხარდამჭერები მათ დაკავებებს მმართველი გუნდის სიძლიერედ მიიჩნევენ და თვლიან რომ ხელისუფლებას აქვს უნარი თავის რიგებში ებრძოლოს კორუფციას.
ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით არანაირ კორუფციასთან ბრძოლას არ ვადევნებთ თვალს, მომხდარი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილის კარზე კობახიძის ჯგუფმა გამარჯვება.
მაგრამ, მომხდარი იმასაც ნიშნავს რომ ქვეყანაში საკვანძო პოზიციებს ხელმძღვანელობდნენ ადამიანები, ვისაც ქვეყნის უსაფრთხოებაზე უნდა ეზრუნათ. ეს იმასაც შეიძლება ნიშნავდეს რომ სახელისუფლებო სტრუქტურებში კორუფცია საკმაოდ მაღალია და წესით, კორუფციასთან ბრძოლა ამით არ უნდა დასრულდეს.
თქვენ როგორ შეაფასებდით ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის წაყენებულ ბრალდებებს? ვინ შეიძლება იყოს შემდეგი?
და რამდენად შეიძლება აღმოჩნდეს კორუფციული ფაქტები მმართველი გუნდისთვის საშინაო პოლიტიკის პრობლემა?
– კორუფცია მეტ-ნაკლებად ყველა ქვეყანაში არის, იყო და იქნება. უმეტესწილად, კორუფციაში ჩართულ ძალოვანებს ჩუმად სჯიან ხოლმე, უფრთხილდებიან ქვეყნის იმიჯს.
საქართველოში კორუფციასთან ბრძოლა ხმაურიანად ჩატარდა, თანაც უმრავლესობა ძალოვანი იყო. მე უფრო მგონია, რომ ეს დემონსტრაციული პროცესი მიზნად ისახავდა ვიღაცისთვის იმის ჩვენებას, რომ ხელისუფლება არ დათმობს პოზიციებს და არ მისცემს რევოლუციის საშუალებას მათ, ვისაც ეს სურს.
საქართველოში კორუფციასთან ბრძოლა ხმაურიანად ჩატარდა, თანაც უმრავლესობა ძალოვანი იყო. მე უფრო მგონია, რომ ეს დემონსტრაციული პროცესი მიზნად ისახავდა ვიღაცისთვის იმის ჩვენებას, რომ ხელისუფლება არ დათმობს პოზიციებს და არ მისცემს რევოლუციის საშუალებას მათ, ვისაც ეს სურს
რაც შეეხება ოცნებაში ჯგუფების დაპირისპირების ვერსიას… რადგან ეს ვერსია წამოაყენეს, ესეიგი ოპოზიციონერებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში კორუფცია არაა და მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლაა. ამ დროს, ეს ოპოზიცია უჩიოდა კორუფციას. არათანამიმდევრულობა პოლიტიკოსის ნაკლია მიუხედავად იმისა, ხელისუფლებაშია თუ ოპოზიციაში.
– მმართველი გუნდი მთელი წელი ამბობდა, რომ ეკონომიკური განვითარებით საქართველო ევროპულ ქვეყნებზე წინაა, მაგრამ, ცხადადაც კი ჩანდა, რომ ჩვენთან ეკონომიკური ზრდა რუსეთ-უკრაინის ომის გამო გაჩენილი ფაქტორებით იყო განპირობებული.
ორიოდე დღის წინ პრემიერმა ისაუბრა იმაზე, რომ საქართველოში სურსათზე ფასები ევროპულზე მაღალია. მისივე მტკიცებით, რჩება შთაბეჭდილება რომ ბაზრის მოთამაშეები კარტერული პრინციპით მუშაობენ და პროკურატურას ამ თემაზე გამოძიების ჩატარება დაავალა.
ოპონენტების მტკიცებით, პრემიერის ეს განცხადება იმის ნიშანია, რომ ხელისუფლება სავაჭრო ქსელების რეპრესიებს დაიწყებს. რამდენად საფუძვლიანია ამგვარი ეჭვები მალე გამოჩნდება. თუმცა, აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოს სავაჭრო ქსელებში პროდუქტების უმრავლესობა რუსული წარმოშობისაა. ანუ, ქართული ბაზარი ზომაზე მეტად კი დამოკიდებულია რუსულ პროდუქციაზე.
თქვენ როგორ შეაფასებდით 2025 წლის ბოლოს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას? და სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს პრემიერის მხრიდან სავაჭრო ქსელებთან დაკავშირებული განცხადებები?
– მე ეკონომიკაში იმდენად გარკვეული არ ვარ, რომ შევაფასო. სწორედ ამისთვის არის საჭირო მაღალი კვალიფიკაციის მქონე ოპოზიცია, რომ ხელისუფლებასთან მისი კამათის შემდეგ მე მივხვდე სიმართლეს.
ასე ხდება სასამართლოში, სადაც ნაფიც მსაჯულებს გამოაქვთ ვერდიქტი მხარეთა პაექრობის საფუძველზე.
– ფაქტია, რომ მოახლოებულ 2026 წელს ოპოზიციური სპექტრი იმავე პრობლემებით შეხვდება, რომელიც მას 2012 წლიდან აქვს.
ოპოზიციურ ფლანგზე ბევრს კი საუბრობენ ერთიანობაზე, მაგრამ, ფაქტია, რომ პროდასავლურ ოპოზიციაში ერთიანობის მიღწევა ჭირს.
დამკვირვებელთა ნაწილი ოპოზიციას ვადამდელი სთვის მომზადებას ურჩევს, ასეა მიუხედავად იმისა, რომ იმ ვითარებაში, რომელშიც ვართ, ძნელად წარმოსადგენია „ქართულმა ოცნებამ“ ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.
თუ იგი ასეთ ნაბიჯზე წავიდა, ეს ალბათ მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ იქნებიან აკრძალული ის პარტიები, რომლებმაც 2024 წლის არჩევნებზე ერთად ხმათა 47% მიიღეს, ანუ „ქართულ ოცნებაზე“ 7%-ით ნაკლები მიიღეს.
არც ისაა მოსალოდნელი, რომ ხელისუფლებამ ციხეებიდან გამოუშვას აქციებისას დაკავებულები, რომლებიც, არაა გამორიცხული პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაერთონ. მაგრამ, ეს ნაწილობრივ მაინც იქნება იმის აღიარება, რომ მათთვის გამოტანილი სარჩელები, როგორც მინიმუმ, არასამართლიანი იყო.
ოპოზიციაში 13 წლიანი ყოფნის შემდეგ, საშინაო პოლიტიკაში ოპოზიციას რა მთავარი პრობლემები აქვს?
– 2024-ის არჩევნებში ოპოზიციამ უპრეცენდენტო წარმატებას მიაღწია, 60 დეპუტატი ეყოლებოდა, საპარლამენტო ბრძოლის დიდი ასპარეზი ეშლებოდა წინ და დღეს სულ სხვა, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი გვექნებოდა ქვეყანაში, სწორედ, ევროპული სტანდარტების პოლიტიკური პროცესი. ოპოზიციონერებმა არაევროპული გზა აირჩიეს, კერძოდ – მოქმედება სხვა ქვეყნისგან გადმოცემული პროგრამით (თავისი გეგმა 13 წელი ვერც კი წარმოადგინეს).
ოპოზიციონერებმა აირჩიეს მოქმედება იმ პროგრამით, რაც მიაწოდეს გლობალისტების ულტრალიბერალურმა ჯგუფებმა. დიპსტეიტს რომ ეძახიან საქართველოსა და ამერიკის პოლიტიკურ ჟარგონზე. სავარაუდოა, რომ ამ პროგრამის მიხედვით ოპოზიციას ქუჩიდან დესტაბილიზაციის მოწყობით შეშინებული ქოცები უნდა გაექცია და საქართველოს ხელისუფლებაში მოსულიყვნენ ნაცები (საკუთარ, ან კოალიციის სამოსში).
პარლამენტის მანდატების მქონე ოპოზიციამ განაცხადა, გაყალბდა არჩევნები, არ ვაღიარებთ არალეგიტიმურ პარლაამენტს და ამიტომ არ გვინდა პარლამენტში ყოფნაო – ამ მიზეზით დარჩნენ ქუჩაში დესტაბილიზაციის მოსაწყობად, როგორც გაწერილი იყო პროგრამაში. გაყალბების დამამტკიცებელ საბუთად მელნის ლაქის მეტი ვერაფერი მოიტანეს ნაცებმა და მათმა „ნაც-ნობებმა“.
მათ შუბლზე დახატული ლაქითაც ბევრი ირბინეს, მაგრამ ხალხში აღშფოთება ვერ გააღვიძეს, უმრავლესობას არ ჰქონდათ განცდა რომ გაყალბდა არჩევნები და ეღიმებოდა ოპოზიციაზე. ერთადერთი, რაც ოპოზიციამ გამოიწვია, იყო მმართველი გუნდის რეაქცია „რაც არ გინდათ, ღმერთმა ნუ მოგცეთო“. ქოცებმა აღარ დააძალეს ნაცებს პარლამენტარობა. ისინიც გადავიდნენ ქუჩის დესტაბილიზაციით ხელისუფლების დაშინების პოლიტიკაზე, მაგრამ ხელისუფლება არ დაფრთხა და არ გაფრინდა ვენახის ჩიტივით.
საქართველოს ხელისუფლებას დღემდე ემუქრებიან ევროპიდან, მაგრამ არ ახსენდებათ, რომ ძალა იწვევს გაძალიანებას. ნაჩქარევ და დაუფიქრებელ პოლიტიკას რომ აწარმოებენ ულტრალიბერალები ჩანს იმაშიც, რომ -ში პრეზიდენტობა წააგეს, ევროპაში თანდათან ჰკარგავენ გავლენას, გახშირდა ევროკავშირის კრიზისზე ლაპარაკი.
საქართველოს ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ამ მარცხიანი მემარცხენეების რეკომენდაცია, სამაგიეროდ, დასავლეთის გაუაზრებელ რეკომენდაციებს აჰყვა ოპოზიცია და დაიწყო ქაოსის შექმნა. ულტრალიბერალებიდან გადმოგზავნილი რეკომენდაციების აღსრულებით პროტესტის მომხრეებმა მიაღწიეს იმას, რომ მათი ხელისუფლება დამყარდა რუსთაველის პროსპექტის საპარლამენტო მონაკვეთზე, ისიც – ღამის საათებში (ესეც მცირდება, არაა მიმზიდველი პროტესტანტების „ხელისუფლება“). დანარჩენ სივრცეს და დროს საქართველოში აკონტროლებს ოცნება.
საქართველოს ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ამ მარცხიანი მემარცხენეების რეკომენდაცია, სამაგიეროდ, დასავლეთის გაუაზრებელ რეკომენდაციებს აჰყვა ოპოზიცია და დაიწყო ქაოსის შექმნა
ასეთი მცირე გავლენა არ ექნებოდა ოპოზიციას, რომ შესულიყო პარლამენტში… ჰო, გამომრჩა კიდევ ერთი საინტერესო ჩანაფიქრი. პროტესტანტების მიერ პრეზიდენტის სასახლის შტურმის წინ არ გამოცხადა საპარლამენტო კომისიაზე და ამიტომ ციხეში აღმოჩნდა ოპოზიციის ლიდერების დიდი ნაწილი, შტურმის მართვა მიანდეს ბანს. ამდენად, დღესაც ულიდერო ოპოზიციური მოძრაობა არის სახეზე, რის გამოც პროტესტანტები გამართულად მოთხოვნებსაც ვერ აყალიბებენ.
ვთვლი, რომ მთელი საშინაო პოლიტიკა მიდის იმ ფორმულით, რომ როცა ოპოზიციური პარტიები ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები რაიმეს მათთვის წამგებიანს აკეთებენ, მათ ხელს არ უშლის ხელისუფლება.
– ვხედავთ, რომ ოპოზიცია ვერც სტრატეგიას და ვერც ტაქტიკას არ თუ ვერ ცვლის. ბევრის შეფასებით ოპოზიცია, „ქართული ოცნების“ მსგავსად ადეკვატურად ვერ აფასებს რეალობას.
ბევრი კი თვლის რომ ოპოზიციის მსგავსად „ქართული ოცნებაც“ ადეკვატურად ვერ აფასებს ვითარებას, მაგრამ, იმის ფონზე რომ ოპოზიცის დღის წესრიგს ვერ ქმნის, ფაქტია რომ ხელისუფლება გარკვეული თვალსაზრისით ოპოზიციის ნაწილის დღის წესრიგის შექმნაში ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობს.
ოპოზიციის ამოცანაა, საზოგადოება დაარწმუნოს იმაში რომ სწორედ იგია „ქართული ოცნების“ ალტერნატივა. გაქვთ მოლოდინი, რომ ოპოზიცია, შეძლებს თავისი სტრატეგიისა და ტაქტიკის შეცვლას?
– ამდენი მარცხის და ამდენი დროის შემდეგ შეცვლის უნარის მქონე უკვე შეიცვლებოდა.
ახლა ახალი პარტიების გამოჩეკვის პროცესი უნდა დაიწყოს, მაგრამ სანამ ისინი დაფრთიანდებიან დრო გავა. მთავარია, არ ვიყოთ ზედმეტად მკაცრი მათ მიმართ, ვაცალოთ მოღონიერება.
– მოდით ახლა ქართული პოლიტიკის ძირითადი აქტორების – ხელისუფლებისა და ოპოზიციის საგარეო პოლიტიკის პრობლემებსაც შევეხოთ.
„ქართული ოცნება“ ერთი მხრივ აგრძელებს იმაზე საუბარს, რომ ქვეყანას 20230 წელს ევროკავშირში შეიყვანს. მეორე მხრივ დღე არ გავა არ გააკრიტიკოს, როგორც თავად ამბობენ, ევროპული ბიუროკრატია.
ჩვენი ხელისუფლების პარტნიორები ახლა მხოლოდ კრემლთან კავშირში მყოფი ლიდერები – უნგრეთის პრემიერი ორბანი, სოლვაკეთის პრემიერი ფიცო და სერბეთის პრეზიდენტია, რომელთაც ცოტა ხსნის წინ ჩეხეთის ლიდერიც შეუერთდა.
-მ საქართველოსთან შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა. უკვე ორჯერ გადავადდა „მეგობარი აქტის“ მიღებისათვის საჭირო ე.წ. აქტივიზაცია. მიუხედავად იმისა რომ ვაშინგტონი სამხრეთ კავკასიაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში აქტიურობს, თეთრი სახლის პოლიტიკა საქართველოს მიმართ, როგორც მინიმუმ, ან ჩამოყალიბებული არაა, ან ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, რა შედეგით დასრულდება აშშ-სა რუსეთს შორის მოლაპარაკებები.
ვაშინგტონიდან კრიტიკა კი გვესმის, მაგრამ, ვნახეთ რომ აშშ-მ საქართველოს თავდაცვის გაძლიერებისთვის 10 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო.
თბილისში ელჩების კონფერენცია ჩატარდა, რომელზეც საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადებები გააკეთეს. საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად მშვიდობის განსაზღვრა გასაგებია, მაგრამ, ვითარებაში, როცა მთელ მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში დიდი ტურბულენციაა, ფაქტია, ასეთ ვითარებაში საგარეო პოლიტიკაში სტრატეგიული გაუგებრობის ზონაში ყოფნა რამდენად სასარგებლო შეიძლება იყოს, მკაფიოდ არ ჩანს.
თქვენ როგორ შეაფასებდით მმართველი გუნდის მთავარ საგარეო პრობლემებსა გამოწვევებს?
– რადგან მიმაჩნია, რომ ისევე, როგორც ყველა პატარა ქვეყანაში, საქართველოშიც შერეული საშინაო საქმეები საგარეოსთან, ამ თემებს დიდად არ ვყოფ ერთმანეთისგან. ეს დამეტყო, როცა კითხვა დამისვით საშინაო პოლიტიკაზე, მე ფაქტიურად საგარეო ამბები მოვყევი. იმ ამბების გაგრძელება იქნება ის თემები, რასაც ახლა დაგიმატებთ.
საქართველოს ევროპისგან შერისხულმა ხელისუფლებამ აზიისკენ აიღო კურსი. ეს პრაგმატული ნაბიჯია, ძლიერ აზიურ ქვეყნებთან კავშირი საქართველოს უფრო ღირებულს გახდის ევროპისთვისაც. თავის მდგომარეობას „სტრატეგიული მოლოდინი“ სწორედ იმიტომ დაარქვა მთავრობამ, რომ ელოდება, გლობალისტური უტოპიიდან (რისი მსგავსიც ერთი უკვე მოვინელეთ) როდის დაუბრუნდება ევროპა მისთვის ჩვეულ პრაგმატიზმს.
აი ამ დროს საქართველოს აზიური კავშირები მიმზიდველი გახდება ევროპისთვის. რაც შეეხება ამერიკის დამოკიდებულებას საქართველოსთან, ის გაირკვევა მას მერე, რაც ამერიკა გაარკვევს ჩინეთთან ურთიერთობას.
ცოტა ხნის წინ სთვის იმპიჩმენტის გამოცხადების საკითხი რომელმა დეპუტატებმაც დააყენეს, მათ ს და პუტინის აგენტები უძახეს თავად ქალბატონმა ურსულამ და მისმა მხარდამჭერმა სახალხო პარტიამ.
მართლა თუ ასე ეგონათ, უნდა დაეყენებინათ ევროდეპუტატების აგენტობის გამოძიების საკითხი კენჭისყრის შემდეგ, მაგრამ კენჭისყრის მერე აგენტობა არც გახსენებიათ.
ამ მაგალითიდან კარგად ჩანს, რომ რუსული იარლიყი პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტიც არის ევროკავშირში და რა გასაკვირია საქართველოზეც შეტევა ამ იარლიყით. ამ ბერკეტითაც ხელისუფლების შეცვლა უნდათ, თუმცა ფაქტები არაა.
რუსული იარლიყი პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტიც არის ევროკავშირში და რა გასაკვირია საქართველოზეც შეტევა ამ იარლიყით. ამ ბერკეტითაც ხელისუფლების შეცვლა უნდათ, თუმცა ფაქტები არაა
სკენ საქართველოს სვლის ფაქტებს ვერც ჩვენი ოპოზიცია ვერ იხსენებს. სამაგიეროდ, ხელისუფლებამ აწყენინა რუსეთს, რადგან ისევ თქვა უარი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე.
მოკლედ, რუსული თემის მოვლა საჭიროა როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკისთვის. ეს თემა უკვე უახლოვდება იმ კონდიციას, როცა სიმართლეზე მეტი შედეგი აქვს ტყუილს, თუ მას ყველა იმეორებს.
– ცხადადაც კი ჩანს, რომ ევროპის პოლიტელიტა და არა როგორც ამას „ქართული ოცნება“ ამბობს ევროპული ბიუროკრატია, საქართველოში პროდასავლურ ოპოზიციასთან აქტიუარად თანამშრომლობს და ლობირებს. ასეა წლებია.
ოპოზიციას აშშ-ს კონგრესსა და სენატში თანამოზარეებიც ბევრი ჰყავს, მაგრამ, მიუხედავად ამისა საქართველოსთან დაკავშირებით ოპოზიციისთვის სასურველი ბევრი არც არაფერი ისმის.
პოლიტიკის ანალიტიკოსთა ნაწილი თვლის, რომ – „ვიდრე ქართულ პოლიტიკაში მოსახლეობის მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური ალტერნატივა არ გამოჩნდება, მანამდე არც დასავლეთის დიდ აქტიურობაა მოსალოდნელი და არც ქვეყანაში რეალური ცვლილებების შესაძლებლობის გაჩენა“.
თქვენ როგორ შეაფასებდით ქართული ოპოზიციის მთავარ საგარეო პრობლემებსა და გამოწვევებს?
– ქართული ოპოზიციის მთავარი საგარეო პრობლემაა, რომ ის არ იცავს თავისი ქვეყნის სუვერენიტეტს. პირიქითაც კი არის, ხშირად საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვიან. მოღალატეს იყენებენ ხოლმე, ოღონდ იშვიათად სცემენ პატივს. ალბათ, რომელიმე სხვა ქვეყნაზე ჩამოკიდება იმთავითვე განწირული პოლიტიკაა. როცა ოპოზიციის თემატიკაში წინა პლანზე წამოიწევს ქვეყნის განვითარება და მოქალაქეთა კეთილდღეობა, ოპოზიცია უკეთესად გაერკვევა როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში.
– ბატონო რამაზ, თქვენ წლებია სტუდენტ-ახალგაზრდობასთან გაქვთ საქმე და უმაღლეს სასწავლებლებში კითხულობთ ლექციებს.
თვეზე მეტია რაც მთავრობამ დაანონსა ქვეყანაში განათლების რეფორმა. ამ რეფორმის საკმაოდ ბევრმა მიმართებებმა სამეცნიერო და აკადემიურ წრეებში აზრთა დიდი სხვადასხვაობა და უკმაყოფილება გამოიწვია.
ამ რეფორმაზე თავისი კრიტიკული განცხადებები გააკეთეს დასავლეთში საქართველოს გულშემატკივარმა დიდმა და სახელოვანმა მეცნიერებმა. ამავე რეფორმაზე კრიტიკული მოსაზრებები საქართველოში მოღვაწე არა ერთმა, ასევე სახელოვანმა ქართველმა მეცნიერმა გამოთქვა.
კრიტიკული მოსაზრებები ძირითადად უკავშირდება იმას, რომ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა დასავლურისგან დისტანცირებული აღმოჩნდება, სტუდენტები ვერ შეძლებენ ევროპული და ამერიკული განათლების იმ შესაძლელბოლების მიღებას, რაც მათ აქამდე ჰქონდათ.
თქვენ როგორ შეაფასებდით ხელისუფლების მიერ დაწყებულ განათლების რეფორმას, რომელიც, პრაქტიკულად რეკორდულად მცირე დროში უნდა განხორციელდეს?
– ისევ სხვასთან სიახლოვე ხდება გადამწყვეტი და არა ის, თუ საქართველოს რა სჭირდება. ევროპა იმითაა მომხიბვლელი, რომ მან აღორძინების ეპოქის შემდეგ სხვა ქვეყნებს კი არ მიჰბაძა, არამედ თავად შექმნა ის ცივილიზაცია, რასაც დღეს ევროპული ჰქვია. ვთვლი, რომ ამ მიუბაძველობაში უნდა მივბაძოთ ევროპას.
მივესალმები განათლების რეფორმის იმ სულისკვეთებას, რომ მის წინაშე უნდა დადგეს საქართველოს რეალური საგანმანათლებლო პრობლემები, მაგალითად, კატასტროფული გაუნათლებლობა. ახერხებს თუ არა ამას რეფორმა, არ ვიცი, ბევრი დეტალი ჯერ არაა დამუშავებული
რა თქმა უნდა, უცხოეთში სწავლების საშუალება უნდა ჰქონდეს ამის მსურველს, მაგრამ განათლების სისტემის ფუნქციის ამაზე დაყვანა არ შეიძლება (შეიძლება, რომ, მაგალითად, ჯანდაცვის სისტემის ფუნქცია იყოს მხოლოდ ის, რომ პაციენტი გაუშვას უცხოეთში?!).
მივესალმები განათლების რეფორმის იმ სულისკვეთებას, რომ მის წინაშე უნდა დადგეს საქართველოს რეალური საგანმანათლებლო პრობლემები, მაგალითად, კატასტროფული გაუნათლებლობა. ახერხებს თუ არა ამას რეფორმა, არ ვიცი, ბევრი დეტალი ჯერ არაა დამუშავებული.
საბოლოო სახით რომ გამოქვეყნდება რეფორმის შინაარსი, შემდეგ უფრო გამართული იქნება მასზე მსჯელობა. ისე, ნურც უცხოელი ექსპერტების კრიტიკით ვიხელმძღვანელებთ, ვიხელმძღვანელოთ ორივე მხარის ექსპერტების კამათით უკვე დასრულებულ დოკუმენტზე.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა