რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოეწყობა 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი – ჯანდაცვის სამინისტრო

ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო დაწესებულება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ცვლილებების შედეგად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კლინიკა 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი. აქვე განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი, გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი, ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი. რესპუბლიკური საავადმყოფო შეინარჩუნებს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს, რაც კლინიკურ აქტივობებში, მომავალი მედიკოსების სრულ ინტეგრაციას გულისხმობს.
ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს, ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ