ლონდონს 9 წუთში მიაღწევს – ასე აფასებდა რუსული მედია „კინჯალად” წოდებულ ჰიპერბგერით რაკეტას. მოსკოვი რაკეტას მისი შეიარაღების მიღწევად წარმოაჩენდა და ამბობდა, რომ მისი შეჩერება შეუძლებელია. თუმცა უკრაინის თქმით, მან რუსეთის გასროლილი კინჯალის 6 რაკეტა ამერიკული “პატრიოტის” სისტემით ჩამოაგდო.




