სოციალური მედიის მართვის ჭკვიანური ხელსაწყოები

სოციალური მედიის მართვა მოითხოვს უამრავი ფუნქციის ერთდროულად შესრულებას: შინაარსის იდეების მოძიება, პოსტების დაგეგმვა და გამოქვეყნება, შედეგების ანალიზი და სტრატეგიის სრულყოფა – ყოველდღე და მრავალ პლატფორმაზე. ავტომატიზაცია კი ნიშნავს ყოველდღიური, ზედმეტი სამუშაოების დათმობას ციფრული ხელსაწყოებისთვის, რათა შენ შეძლო, დრო გაამახვილო იმაზე, რაც შენი ბიზნესის ROI-ს ზრდას გამოიწვევს.
ამ სტატიაში თავი მოვუყარეთ რჩევებს, რომლებიც პროცესების მართვაში დაგეხმარებათ.
· Buffer – ხელსაწყო
· სრულად ინტეგრირებული სამაგიდო ინსტრუმენტი
· პოსტების დაგეგმვა და გამოქვეყნება ერთდროულად ბევრ პლატფორმაზე
· ანალიტიკა და შედეგების უკუკავშირი
· შინაარსის შენახვა და -დახმარება ტექსტების გასაუმჯობესებლად.
· გუნდის თანამშრომლობა, კომენტარების მართვა და ყველა შეტყობინება
· ერთ Inbox-ში
ერთი სიტყვით, ძალიან კარგი All-in-one გამოსავალი ძირითადი სტრატეგიებისთვის.
· გამოიყენეთ შაბლონები კონტენტის უფრო სწრაფი შესაქმნელად
შაბლონებს გამოყენების ფართო სპექტრი აქვს კონტენტის შექმნის პროცესში. ნებისმიერ გრაფიკული დიზაინის პლატფორმაზე (მაგალითად, Canva), შეგიძლიათ გამოიყენოთ შაბლონები სოციალური მედიის პოსტის ვიზუალური მასალის შესაქმნელად. შესაძლოა, შაბლონის შექმნა გარკვეული ტიპის კონტენტის ფორმატისთვის (ვთქვათ, მომხმარებელთა მიმოხილვების პოსტები). ან Instagram-ზე შეგიძლიათ გამოიყენოთ Reel შაბლონები თქვენი ვიდეოს სწრაფად რედაქტირებისთვის.
· გუნდთან თანამშრომლობის ინსტრუმენტები
თუ გუნდში მუშაობთ, ხშირად გჭირდებათ თქვენი კოლეგების აზრი. ამისთვის გამოიყენეთ სოციალური მედიის თანამშრომლობის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც დაგეხმარებათ პროცესის გამარტივებაში. მაგალითად, Buffer საშუალებას გაძლევთ, შექმნილი პოსტი გადასახედად ატვირთოთ პლატფორმაზე, სადაც სხვებს შეუძლიათ გამოთქვან თავიანთი შენიშვნები და უკუკავშირი.
· გამოიყენეთ სოციალური მედიის მონიტორინგის ინსტრუმენტები
ეს მონიტორინგი გულისხმობს თვალყურის დევნებას, როდესაც ვინმე ახსენებს თქვენს ბრენდს თავის პოსტში, Instagram Story-ში ან კომენტარში. მისი დახმარებით, ასევე, შეგიძლიათ კონკურენტის შესახებ გამოხმაურებების ან თქვენი პროდუქტის ხსენების შემთხვევაში, მიმოხილვების წაკითხვა. ერთ-ერთი ხელსაწყო, რომელიც ამაში დაგეხმარებათ, არის youscan, თუმცა მისი ალტერნატივებიც მოიძებნება ინტერნეტში.
· ინფლუენსერების აღმოჩენის ინსტრუმენტები
თუ თქვენი სოციალური მედიის ძალისხმევა ინფლუენსერების მარკეტინგული კამპანიის წარმოებას მოიცავს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ინფლუენსერების აღმოჩენის ინსტრუმენტები, რათა სწრაფად იპოვოთ თქვენი კრიტერიუმების შესაბამისი ადამიანები.
ამ ავტომატიზაციის ხელსაწყოების უმეტესობა ფილტრებს ეყრდნობა, რათა დაგეხმაროთ სასურველი ინფლუენსერის ტიპის შერჩევაში. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ სხვადასხვა პლატფორმასთან დაკავშირებული ფილტრები, როგორიცაა გამომწერების რაოდენობა, ვიდეოების ნახვები, ჩართულობის მაჩვენებელი და ა.შ. მხოლოდ ესეც კი დაგიზოგავთ უამრავ დროს, რომელსაც სხვადასხვა პლატფორმებზე შესაბამისი ინფლუენსერების ძიებაში დახარჯავდით. ამ დავალების შესრულებაში შეიძლება Modash გამოგადგეთ.
· სოციალური მედიის დაგეგმვის ინსტრუმენტები
პოსტების დაგეგმვა სოციალური მედიის განუყოფელი ნაწილია. ბევრი პლატფორმა, როგორიცაა Instagram და LinkedIn, ავტომატურად გთავაზობთ პოსტების წინასწარ დაგეგმვის შესაძლებლობას. თუმცა პროფესიონალები არ გვირჩევენ არხებში ავტომატიზაციას, რადგან სოციალური მედიის ქსელები არ გვთავაზობს კონტენტის კალენდრის ფუნქციას, რაც ართულებს თქვენი გრაფიკის ნახვასა და კორექტირებას.
გარდა ამისა, თითოეულ არხზე პოსტების დაგეგმვა შეიძლება ძალიან შრომატევადი იყოს თქვენი სამუშაო პროცესისთვის. საერთო ინსტრუმენტის გამოყენებით, შეგიძლიათ დაგეგმოთ კონტენტი რამდენიმე პლატფორმისთვის ერთ ადგილას, დაზოგოთ დრო და შეამციროთ კონტექსტის შეცვლის სირთულე. ეს ფუნქცია განსაკუთრებით სასარგებლოა, თუ ერთი და იგივე სოციალური მედიის პოსტს მრავალ არხზე აქვეყნებთ.
იქიდან გამომდინარე, რომ დღეს სოცმედიის გარეშე არაფერი ხდება, ეს რჩევები, წესით, უნდა გამოგადგეთ და თუ აქამდე ყველა არხზე სათითაოდ პოსტავდით, ყველა კონტენტიდეას სათითაოდ იგონებდით და ვიზუალებზეც დიდ დროს ხარჯავდით, გაითვალისწინეთ, რომ ბევრი უფასო თუ ფასიანი ინსტრუმენტის გამოყენება შეგიძლიათ.