ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი თემურ ჭყონიას შესახებ წერს. შეგახსენებთ, ჭყონიამ თავის გამოსვლაში კახას (კალაძე), ირაკლის (კობახიძე) და შალვას (გოგოლაძე) მადლობა გადაუხადა:
,,თოფურიაზე გაბრაზებული იყო ქოცი. (ოპოზიციის მხარდაჭერის გამო) გამოვიდნენ ირაკლი კობახიძე, კალაძე და ბოლომდე შეიზილეს თბილისში ჩამოსული ჩემპიონი.
გაბრაზებული იყვნენ ბუდუზე. ეგეც ბოლომდე შეიზილეს.
ქოჩორაზეც, მაგრამ გასახდელში შესულები პირველი მას ესალმებოდნენ.
რას ვშვებით ჩვენ? პატარა ფეხის გადაბრუნებაზე სახეს ვახევთ ყველას.
ამ ქვეყანაში სულ რამდენიმე ბედავს “ჩვენსკენ” იყოს და მათაც არ ვირგებთ.
კოკა-კოლა ვერ წყვეტს იმედში ფული ჩაასხას თუ არა. ეს კომპანია ჭყონიას დუქანი არაა. მაგრამ სამაგიეროდ აძლევს ყველა ოპო არხს რომ ფეხზე იდგნენ და ბოლომდე არ ჩაბნელდეს ამ ქვეყანაში.
რამდენი ბედავს იგივეს? 4 მსხვილი ბიზნესმენი მახსენდება მხოლოდ. ჩვენ რას ვშვებით? პატარა ფეხის გადაბრუნებაზე სახეს ვაცლით.
ეგრე გააგრძელეთ, რამდენი დარჩებით დაგთვლით.
მკიდია მადლობები. მთავარია ეს კაცი საქმით რას აკეთებს. ამ კომპანიამ გადაგვარჩინა დახურვას. დღემდე აფინანსებს გადაცემებს მხოლოდ იმიტომ რომ ეს არხს სჭირდება არსებობისთვის და არა მას. რომ გავიდეს ტვ პირველიდან და ფორმულადან, დღევანდელი ფინანსური მონაცემებით ორივე დაიხურება.
ჩემთვის ესაა მთავარი, დანარჩენი ქაოსური ბრაზია, რომელიც მხოლოდ გვაზარალებს.”




