ახალ წლამდე ბევრი რამ შეიძლება, გადაწყდეს – ზელენსკი

ახალ წლამდე ბევრი რამ შეიძლება, გადაწყდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს.
„ახლა წლის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დიპლომატური დღეა, და ბევრი რამ შესაძლოა, ახლა წლამდე გადაწყდეს. ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ იქნება თუ არა გადაწყვეტილება – დამოკიდებულია პარტნიორებზე. მათზე, ვინც ეხმარება ს და ზეწოლას ახდენს რუსეთზე, რომ რუსები გრძნობდნენ საკუთარი აგრესიის შედეგებს“, – წერს ზელენსკი.
მისივე თქმით, მხოლოდ ამ კვირაში ს ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ 2100 დრონი, 800 საავიაციო რაკეტა და 94 სხვადახვა ტიპის რაკეტა გამოიყენეს.
„ეს ყველაფერი მიმართულია ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, სიცოცხლისა და იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაც მის ნორმალურობას უზრუნველყოფს – უპირველეს ყოვლისა ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ“, – წერს ზელენსკი.
1tv.ge