ირაკლი ფავლენიშვილი ბაჩო ახალაიას საქმეზე – სამართლებრივი პრეცედენტი შეიქმნა – ზარების რაოდენობა მთავარი მტკიცებულებაა ადამიანის წინააღმდეგ

ახალი სამართლებრივი პრეცედენტი შეიქმნა, თითქოს ზარის განხორციელების ფაქტი ფიქსირდება, არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანი დაიჭირონ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც 4 ოქტომბერს მოვლენებთან დაკავშირებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას დაკავებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ეს სტანდარტი მიუღებელია.
„ახალი სამართლებრივი პრეცედენტი შეიქმნა, თითქოს ზარის განხორციელების ფაქტი ფიქსირდება, არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანი დაიჭირონ. მთავარი პრობლემა არის ის, რომ იცნობს კონკრეტულ პიროვნებებს და მათთან ჰქონდა კავშირი. ზარების რაოდენობა არის მთავარი მტკიცებულება ადამიანის წინააღმდეგ. ეს სტანდარტი არის ჩემთვის მიუღებელია“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლომ ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა