4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობის ფიგურანტებს შესაძლებელია დავით ბეჟუაშვილი დაემატოს!

4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობის ფიგურანტებს შესაძლებელია დავით ბეჟუაშვილი დაემატოს!
“საზოგადოებრივი გამოძიების ცენტრის” ხელმძღვანელი ლევან მამალაძე აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობის ფიგურანტებს შესაძლებელია დავით ბეჟუაშვილი დაემატოს.
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:
“რა კავშირი აქვს დავით ბეჟუაშვილს ირაკლი ღარიბაშვილთან?!
საზოგადოებრივი გამოძიების ცენტრი აწარმოებს მულტიმილიონერ დავით რობერტის ძე ბეჟუაშვილის შესწავლას და მტკიცებულებების მოგროვებას, 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზებასთან დაკავშირებით.
ვლინდება საინტერესო გარემოებები, ბეჟუაშვილის ბიზნეს აქტივები ში, კავშირები ში მოქმედ საქართველოს მოწინააღმდეგეთა ჯგუფთან, საიდანაც იგეგმება და იმართება საპროტესტო აქციები და გადატრიალების მოწყობა, რომლის მცდელობა 4 ოქტომბერს ვიხილეთ!
უკრაინიაში მოქმედებს ეგრედწოდებული “საქართველოს საწინააღმდეგო ცენტრი”, სადაც შედიან საქართველოდან წასული, სააკაშვილის რეჟიმის ჩინოვნიკები, დასავლეთის ქვეყნების სპეცსამსახურის წარმომადგენლები, შეიარაღებული ჯგუფების ლიდერები და მათთან მიბმული, საქართველოში მოქმედი NGO-ები და პარტიები .
დავით ბეჟუაშვილს კარგად გამოსდის კვერცხების სხვადასხვა კალათაში ჩადება. შევარდნაძის პერიოდში ჩამოვიდა მოსკოვიდან და დაიწყო ბიზნესი. სააკაშვილის პოერიოდში აქტივებს ზონდერული მეთოდით დაეუფლა. კარდაგ იყენებდა მისი ძმის, გელა ბეჟუაშვილის კავშირს მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც მასთან ერთად სწავლომდა კიევში, შემდეგ სააკაშვილის დაზვერვის უფროსი იყო, ახლა კი არასამთავრობო ორგანიზაცია GSAC-ის ხელმძღვანელია.
ძალადობრივი რეჟიმის გამოყენებით, დავით ბეჟუაშვილი დაეუფლა დიდძალ ქონებას. მფლობელთა და მათი ოჯახის წევრთა დაშინება – დაჭერის მუქარით ორგანიზება გაუკეთა “საქცემენტის” და სხვა აქტივების მითვისებას. თაღლითური სქემებით, სახლმწიფო გადასახადების თავის არიდებისა და ფინანსური მანიპულაციებით, ოლიგარქი გახდა.
2013 წლიდან, როცა დანაშაულებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვლთან ინტერესთა გადახლართვით, შეძლო საგამოძიებო პროცესზე და მართლსაჯულებაზე ზემოქმედება. უსამართლობისა და მუქარის შედეგად, ყოფილი პარტნიორი დავით მხეიძე სიკვდილამდე მიიყვანეს.
ბეჟუაშვილმა ასევე სარფიანად გამოიყენა ირაკლი ღარიბაშვილთან ახლობლობა, შვილების მეგობრობა, რომლითაც საგამოძიებო პროცესი შეაჩერა და თავი აარიდა პასუხისმგებლობას.
ყველა ეს საკითხი ინტენსიური შესწავლის პროცესშია, გროვდება შესაბამისი მტკიცებულებები და 2026 წლის დასაწყისში გადაეცემა საქართველოს პროკურატურას და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს!
სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება, საბიუჯეტო თანხების მითვისება,ძალადობა, გამოძალვა და ადამიანების სიკვდილამდე მიყვანა არავის არ უნდა შერჩეს! თვალსაჩინოა, რომ დღევანდელი სახელმწიფო პოლიტიკა, ბინძური ფული და ჩინოვნიკთა მოსყიდვა არ გაძლევს ინდულგენციას!
ახლა გამოჩნდება, რა მუქარას დაგეგმავს და ვისთან მიირბენს “ბეჟო”, რომ განმეორებით ჩაფარცხოს მხილების პროცესი. ჩვენთვის კი ნათელი გახდება ვინ არიან ის კორუმპირებული პირები, რომლებიც შიგნიდან ებრძვიან სახლემწიფოს”- წერს ლევან მამალაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

პანდემიის დროს, უსამშობლოები დადგნენ ვირუსის გავრცელების მხარეს და ეწოდათ “კორონაცები”, კარტელური ფასების აღმოფხვრის დასაწყისიდან კი “კარტელნაცებად” იქცნენ, რეფორმა რამდენიმე დღეში შედეგებს არ იძლევა ნაციმბეცილებო