მედია: მეუფე ანტონი ლილუაშვილზე – მე ჩემში ვიცი, რომ მართალია, რას ერჩიან?

“მახეს თუ დაუგებ, ვერ აცდები ცხოვრებაში მახეს. ბუმერანგივით დაბრუნდება და ნეტავი დედამიწაზე მიიღოს, ვიდრე ზეცაში” – ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის ეპისკოპოსმა ანტონმა სუს-ის ყოფილ უფროსზე, დაკავებულ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებით საურისას განაცხადა.

ვინ დაუგო მახე ყოფილ ძალოვანს სასულიერო პირი არ საუბრობს, თუმცა “შაბათის ეთერის” ჟურნალისტის კითხვაზე, გულისხმობს თუ არა ის ს, პასუხობს – “არ ვიცი”.

“ერთ კითხვას დავსვამ, ყველას მივმართავ. ორი ვარიანტია, ან არსებობს, ან არ არსებობს უფალი! თუ არსებობს, სად მიდიხართ? თუ არ არსებობს რა მნიშვნელობა აქვს რას? და გონზე მოდით, რა!

მე ჩემში ვიცი, რომ მართალია, დეტალებში არ შევალ. ახლა მე რომ მეკავოს მიკროფონი მე დაგისვამთ კითხვას, რას ერჩიან?”- თქვა მაღალმა იერარქმა. 

პიტროპოლიტის სიტყვებით, გრიგოლ ლილუაშვილს “ბიძინა ივანიშვილის სახელს რომ უხსენებდი, ფეხზე დგებოდა, ამბობდა რომ მისი პედაგოგი იყო”.

სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ  ბოლოს ლილუაშვილი 2 კვირის წინ ნახა და სუს-ის შეფს ივანიშვილზე ზუსტად იგივე განწყობა ჰქონდა.