რუსებმა კიევს დაარტყეს, დაშავდა 9 ადამიანი

რუსული ძალების მიერ კიევზე დღეს დილით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ქალაქის რამდენიმე უბანში სახლები და საბავშვო ბაღის შენობა დაზიანდა და ავტომობილები დაიწვა, – ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მერის თქმით, თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა.
სოლომენსკის რაიონში აფეთქების ტალღამ საცხოვრებელი კორპუსის მინები ჩაამსხვრია. ამავე რაიონში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის რამდენიმე ბინაში კი ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.
მერის თქმით, რუსებმა პეჩერსკის რაიონში არასაცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს. შემთხვევის ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.
ხანძარი დაფიქსირდა სვიატოშინსკის რაიონში, სადაც ცეცხლი შენობას და ავტომობილებს გაუჩნდა. დაზიანებულია საბავშვო ბაღის შენობაც. ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს, რადგან ბინაში სარაკეტო ქობინი აღმოაჩინეს, რომელიც არ აფეთქდა.
შეგახსენებთ, უკრაინის საჰაერო ძალებმა დღეს დილით განაცხადეს, რომ რუსული ბომბდამშენებიდან ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს, რის გამოც, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. გავრცელებული ინფორმაციით, კიევში, საჰაერო განგაშის დროს აფეთქებების ხმები ისმოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს