უკრაინის ფრონტზე დაიღუპა დენის კაპუსტინი, რუსეთის მოხალისეთა კორპუსის (РДК) დამფუძნებელი

რუსეთის მოხალისეთა კორპუსი (РДК) იუწყება მისი დამფუძნებლისა და მეთაურის დენის კაპუსტინის სიკვდილის შესახებ – რომ ის “ზაპოროჟიეს მიმართულებით საბრძოლო დავალების შესრულებისას” დაიღუპა, წინასწარი ინფორმაციით – დრონის დარტყმის შედეგად. მოხალისეთა კორპუსის თანახმად, დეტალები დგინდება და მოგვიანებით გახმაურდება.
დენის კაპუსტინი (იგივე – დენის ნიკიტინი) – ყოფილი საფეხბურთო ხულიგანი, ულტრამემარჯვენე აქტივისტი და ბრენდ White Rex-ის დამფუძნებელია, რომელიც აწარმოებდა ტანსაცმელს ნაცისტური სიმბოლიკით. 2019 წელს გერმანიამ მას აუკრძალა შენგენის ზონაში შესვლა, „ლიბერალურ-დემოკრატიული წყობილების წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების“ საფუძვლით.
2022 წელს კაპუსტინმა რუსეთის მოხალისეთა კორპუსი დააფუძნა, რომელიც მოგვიანებით უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრუქტურაში შევიდა, რუსეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად. რუსეთში ეს ქვედანაყოფი „ტერორისტულ ორგანიზაციად“ არის გამოცხადებული.
2023 წელს კაპუსტინი მონაწილეობდა ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქებზე განხორციელებულ თავდასხმებში. 2023 წლის ნოემბერში რუსეთის სასამართლომ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა სახელმწიფოს ღალატისა და ტერორისტული ორგანიზაციის შექმნის ბრალდებით. ერთი წლის შემდეგ ის კიდევ ერთხელ გაასამართლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!