საბოლოო ჯამში, ვერც გადატრიალდნენ, ვერც გადმოტრიალდნენ – ერთმანეთის ჩაშვებებით იყვნენ დაკავებულები

საბოლოო ჯამში, ვერც გადატრიალდნენ, ვერც გადმოტრიალდნენ – ერთმანეთის ჩაშვებებით იყვნენ დაკავებულები
„სუფთა “პრევენტიულად” ინტერესდება გოგოტიშვილი, ბოლო-ბოლო აპირებთ თუ არა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას. სადაც სულ ცოტა ხანში, საკუთარ მეუღლეს “ჩაუშვებს” – ახალაია აქაც “პრევენტიულად” იშვერს ხელს გადატრიალების ორგკომიტეტისკენ, და მეო რაც მევალებოდა, გავაკეთეო, ეხლა მათი (თქვენი) გასაკეთებელი უჩემოდ რამენაირადო“,- წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, ბაჩო ახალაიას ინტერვიუს შესახებ, სადაც ახალაიამ სახელმწიფო გადატრიალების საქმეში სხვისი დანაშაული აღიარა, თავად კი პროცესებს და მასში მონაწილე პირებს გაემიჯნა. „ამ კონკრეტული გოგოტიშვილის და ახალაიას წინაპრებმა, ჯერ კიდევ მათი შთამომავლობის გენმოდიფიცირების ჟამამდე – უეჭველი ფლობდნენ ჩვენი კლასიკოსის სიბრძნეს: “ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების”.
ამხელა ძალისხმევა რომ გაქვს დახარჯული რუსთაველის გამზირის გადაკეტვებზე, დიადი შოთას ეს მარადიული შთაგონება როგორ არ უნდა გაგხსენებოდა… მე კი მეორე ქართული კლასიკაც მახსენდება, ამჯერად კინემატოგრაფიული. წმინდა პოზიტიური მოტივაციით და კეთილი განზრახვით, დაცვის მხრიდან მოწმე რუბენ ხაჩიკიანი, თავისი ყოველი მომდევნო ჩვენებით ძირს რომ უთხრის ძმაკაცის, ბრალდებული მიზანდარის ისედაც მძიმე მდგომარეობას. ოღონდ ამ კონკრეტულ მოკლე დიალოგში – რომელია “ხაჩიკიანი” და რომელია “მიზანდარი” – ამის გარჩევა გამიძნელდება…
სუფთა “პრევენტიულად” ინტერესდება გოგოტიშვილი – იმ ძალებზე და საშუალებებზე დაყრდნობით (ალბათ, შემოტანილი შეიარაღებაც იგულისხმება), ბოლო-ბოლო აპირებთ თუ არა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას. სადაც სულ ცოტა ხანში, საკუთარ მეუღლეს “ჩაუშვებს” – ახალაია აქაც “პრევენტიულად” იშვერს ხელს გადატრიალების ორგკომიტეტისკენ, და “ჩემგან რა გინდათ” პონტში: მეო რაც მევალებოდა, გავაკეთეო, ეხლა მათი (თქვენი) გასაკეთებელი უჩემოდ რამენაირადო… საბოლოო ჯამში, ვერც გადატრიალდნენ, ვერც გადმოტრიალდნენ – ერთმანეთის “პრევენტიულ” და “პოსლეზე” ჩაშვებებით იყვნენ დაკავებულები. აქ – ახალაიას როლი და ადგილი ამ ყველაფერში მეტნაკლებად გასაგებია. მაგრამ! ხვალ გაუკუღმართებული მოტივაციის მქონე რომელიმე დასავლურმა ორგანიზაციამ მორიგი ჟურნალისტური “ოსკარი” – გოგოტიშვილსთვისაც თუ მოამზადა, დაჯილდოვების დარბაზში ამ ვიდეოს გაშვებას ვურჩევ – ქართული “ჟჟჟურნალისტიკის” თვალსაჩინოების მიზნით…“- წერს ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა