რუსებმა ხარკოვს დაარტყეს, დაიღუპა 2 და დაშავდა 28 ადამიანი, მაღალსართულიანი კორპუსის ნანგრევებში მაშველები მოქალაქეებს ეძებენ

რუსულმა ძალებმა ხარკოვს დაარტყეს, არის მსხვერპლი, ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ოკუპანტებმა ხარკოვის ს რაიონში საცხოვრებელ მაღალსართულიან კორპუსს დაარტყეს. სადარბაზოები დანგრეულია. ნანგრევების ქვეშ ხალხია. ადგილზე მაშველები და საგანგებო სიტუაციების სხვა სამსახურები მუშაობენ”, – დაწერა ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა სოციალურ ქსელში.
სინეგუბოვმა მოგვიანებით განმარტა, რომ რეგიონულ ცენტრზე მტრის თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი ქალი და დაშავდა 28 ადამიანი.
„ოკუპანტებმა დაარტყეს მხოლოდ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას: განადგურდა საცხოვრებელი სახლები, განადგურდა სამოქალაქო პირების ავტომობილები. ეს არის მორიგი ტერორისტული აქტი!“ – აღნიშნა სინეგუბოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ