2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში შვეიცარიიდან იმპორტი 11%-ით არის გაზრდილი. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 11 თვეში საქართველომ შვეიცარიიდან 159 611.0 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 143 242.4 ათასი დოლარი.
მიმდინარე სტატისტიკა ცხადყოფს, რომ შვეიცარიიდან საქართველოში ყველაზე მეტი ღირებულებით ვაქცინების, სისხლისა და იმუნური პროდუქტების იმპორტი ხორციელდება.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო შვეიცარიიდან ყიდულობს:
· ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები – 62 252.5 ათასი დოლარი;
· სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 44 367.6 ათასი დოლარი;
· გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 5 561.2 ათასი დოლარი;
· ინიციატორები, დამაჩქარებლები რეაქციებისა და კატალიზატორები – 4 763.6 ათასი დოლარი;
· ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა
· 3 014.1 ათასი დოლარი;
რაც შეეხება ექსპორტს, 2025 წლის 11 თვის მაჩვენებლებით ის 100 391.4 ათას დოლარს შეადგენს, მაშინ როდესაც 2024 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 102 982.0 ათას დოლარს შეადგენდა. შესაბამისად წლიურ ჭრილში საქართველოდან შვეიცარიაში ექსპორტი 3%-ით არის შემცირებული.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო შვეიცარიაში ყიდის:
· ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით – 93 621.5 ათასი დოლარი;
· თხილი და სხვა კაკალი – 2 526.3 ათასი დოლარი;
· სუნამოები და ტუალეტის წყალი – 1 332.3 ათასი დოლარი;
· კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები – 1 246.1 ათასი დოლარი;
· საიუვილერო ნაკეთობები ძვირფასი ლითონებისაგან – 364.1 ათასი დოლარი;
წყარო: businessinsider.ge




