USAID-ის შენობაში -ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს შტაბბინა განთავსდება

ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გაუქმებული -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შენობაში აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს შტაბბინა განთავსდება, – ამის შესახებ აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელი კეშ პატელი სოციალურ ქსელში წერს.
პატელის თქმით, საგამოძიებო ბიუროს შტაბბინის გადატანა საშუალებას იძლევა, დაიზოგოს ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა თანხები და ახალი შენობა უკეთ შეესაბამება აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს საჭიროებებს.
„20-წლიანი წარუმატებელი მცდელობების შემდეგ, ჩვენ საბოლოოდ დავამტკიცეთ გეგმა, რომლის მიხედვითაც აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ჰუვერის შენობა დაიხურება და პერსონალი გადავა უსაფრთხო, თანამედროვე შენობაში“, – წერს კეშ პატელი.
ჰუვერის სახელობის შენობა, სადაც აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიურის შტაბბინა იყო განთავსებული, 1975 წელს გაიხსნა. კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ის მოძველებულია და საგამოძიებო უწყების საჭიროებებს არ შეესაბამება.
2023 წელს ბაიდენის ადმინისტრაციის დროს კონგრესმა მხარი დაუჭირა დაფინანსების გამოყოფას ფედერალური საგამოძიებო ბიურის ახალი შენობის მშენებლობისთვის მერილენდის შტატში. როგორც ჩანს, ეს გეგმა გაუქმდა.
ცნობისთვის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ამჟამად ლიკვიდაციის პროცესში, რომლის ფარგლებშიც სააგენტოს პროგრამების ნაწილი სახელმწიფო დეპარტამენტს გადაეცა, ნაწილი კი შეწყდა.
წყარო: 1tv.ge