კიევში რუსების დარტყმების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დაშავებულთაგან 11 ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დაშავებულებს შორის ორი ბავშვია.
ასევე, უკრაინის დედაქალაქის მერის ინფორმაციით, რუსული ძალების იერიშების შემდეგ კიევის მესამედი ნაწილი გათბობის გარეშეა დარჩენილი.




