მამუკა მდინარაძემ ბევრი კრიმინალური საქმე გახსნა და იმდენი საფრთხე აარიდა ქვეყანას ამ მოკლე ხანში, რაც დანიშნულია, რომ მაიორის კი არა, გენერლის წოდება ეკუთვნის!

მამუკა მდინარაძემ ბევრი კრიმინალური საქმე გახსნა და იმდენი საფრთხე აარიდა ქვეყანას ამ მოკლე ხანში, რაც დანიშნულია, რომ მაიორის კი არა, გენერლის წოდება ეკუთვნის!
კაცი სუსის შეფია და წოდება რატომ მიანიჭესო! ხომ არიან იდიოტები? მამუკა მდინარაძემ ბევრი კრიმინალური საქმე გახსნა და იმდენი საფრთხე აარიდა ქვეყანას, ამ მოკლე ხანში, რაც დანიშნულია, რომ მაიორის კი არა, გენერლის წოდება ეკუთვნის, – წერს “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, სუს-ი ორიენტირებულია სახელმწიფოსა და ხალხის დაცვაზე, რასაც საქართველოს თითოეული სამართლიანი მოქალაქე აღიარებს. სამხარაძე ულოცავს მამუკა მდინარაძეს კანონით მინიჭებულ წოდებას და მადლობას უცდის პრემიერ ირაკლი კობახიძეს ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის.
“კაცი სუსის შეფია და წოდება რატომ მიანიჭესო! ხომ არიან იდიოტები? მამუკა მდინარაძემ ბევრი კრიმინალური საქმე გახსნა და იმდენი საფრთხე აარიდა ქვეყანას, ამ მოკლე ხანში, რაც დანიშნულია, რომ მაიორის კი არა, გენერლის წოდება ეკუთვნის! კორუფციასთან დაუნდობელი ბრძოლა, სახელმწიფო გადატრიალების აღკვეთა, ტერორისტული აქტების განეიტრალება!!! მარტო, უკრაინიდან შემოტანილი ასაფეთქებელი ნივთიერებით აღკვეთილი ტერაქტი რად ღირს, ვინ იცის საქართველოს რამდენი მოქალაქე შეეწირებოდა. ის, რომ დღეს უსაფრთხოების სამსახური ორიენტირებულია ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის დაცვაზე, ამას საქართველოს თითოეული სამართლიანი მოქალაქე აღიარებს და თავსაც დაცულად გრძნობს! ის, რომ ბიზნესი ხელშეუხებელია და არავის ეპატიება კორუფციული გარიგებებით სახელმწიფოს ავნოს, ესეც ყველამ იცის! ამიტომ, ვულოცავ მამუკა მდინარაძეს კანონით მინიჭებულ წოდებას და მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრს ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის! მალე გენერლობა მოგველოცოს! დღეს საქართველო უფრო დაცულია და დროა, მადლობა ვუთხრათ იმ ხალხს, ვინც ჩვენი ქვეყნის მცველები არიან,”- წერს დიმიტრი სამხარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: უმკაცრესი, ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს ეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ არის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია

ირაკლი ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს – ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის

ჩვენს სახელმწიფოს რომ მეათედი გაეკეთებინა, წარმომიდგენია, რა რეაქცია იქნებოდა ბრიუსელიდან, ან სხვა დედაქალაქიდან – დასანანია, როდესაც ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რომ თურმე, ჩვენს ქვეყანას არ აქვს უფლება, დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები